„არტფარმამ“ და „ფარმსახლმა“ საქართველოში მყოფი უკრაინელი ოჯახებისთვის სპეციალური სასაჩუქრე ბოქსები შექმნა

    სააფთიაქო ქსელი Pharm House ∙ ფარმსახლი და ფარმაცევტული კომპანიაარტფარმამუდმივად ახორციელებენ ერთობლივ, სხვადასხვა ტიპის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებს 

     ამჯერად, ახალი კამპანიის ფარგლებში, ფარმსახლისა და არტფარმის მიერ შეიქმნა ულამაზესი, ფერადი ბოქსები და საჩუქრები, რომლის შეფუთვაში და დამზადებაში არტფარმასა და ფარმსახლის ყველა თანამშრომელი და მათი შვილები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

      სააფთიაქო ქსელმა ფარმსახლმა ყველასათვის დააწესა 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლითაც საქართველოში მყოფი უკრაინელი ოჯახები შეძლებენ მათთვის საჭირო ფარმაცევტული, ჰიგიენური თუ კოსმეტიკური პროდუქტების შეძენას ფარმსახლის ნებისმიერ აფთიაქში

     ასევე, მათ გადაეცათ ფარმსახლის ლოიალური, დაგროვებით სკა ბარათი, რომლის გამოყენებითაც ერთის მხრივ მედიკამენტებზე ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებით, ხოლო მეორეს მხრივ ბარათზე დააგროვებენ ქულების ნაცვლადთანხას და დაგროვილი თანხით შეძლებენ მიიღონ მათთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი იმ სრული, ფართო ასორტიმენტიდან, რაც წარმოდგენილია ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში

    უკრაინელილ ბავშვების ჯანსაღიზრდა განვითარებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ბოქსებში მოთავსებული იყო ისეთი მოთხოვნადი პროდუქცია, როგორიცაა ვიტაფეროლი D3, სახალისო და სასარგებლო ვიტამინების კომპლექსი მარსიანჩიკი ომეგა 3, სინულანის ინოვაციური პატჩები დამამშვიდებელი და გაციების საწინააღმდეგო მოქმედებით, რეკოტინის გელი გაღიზიანებული კანისთვის და იტალიაში #1 დერმატოკოსმეტიკური ბრენდი ბიონიკეს ბავშვის მოვლის საშუალებები, პატარების ნაზი და მგრძნობიარე კანის მოვლის მიზნით

    კამპანიაში მონაწილეობა მიიღო წიგნის სახლმა Biblusi ∙ ბიბლუსი , რომელმაც პატარებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო საჩუქრები გამოყო

    არტფარმა და ფარმსახლი უკრაინას უსურვებს გამარჯვებას და განაგრძობს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, მომავალშიც გეგმავს მათ დახმარებას და საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას.

     

     

    Stay strong Ukraine! დიდება უკრაინას

    Слава Україні!  

     

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი