ახალი ჭორი – ვის ხვდება სინდი კროუფორდის ქალიშვილი?

    ცნობილი ადამიანების რომანტიულ ურთიერთობებში ქარბუქის დასატრიალებლად ინტერნეტს ახალი საჭორაო თემა აქვს. ამჯერად ამ შტორმში ცნობილი მოდელის, სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერი მოხვდა.

    გავრცელებული ხმებით, 18 წლის სუპერმოდელი Saturday Night Live-ის 25 წლის კომიკოსს, პიტ დევიდსონს ხვდება. ჭორები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სინდი კროუფორდის ქალიშვილი დევიდსონთან ერთად კაფეში ნახეს. ამ ხმებს კი ახლა ახალი საბაბიც მიეცა – სუპერმოდელი ერთ-ერთ წვეულებაზე ყელსაბამით გამოჩნდა, რომელსაც ინიციალი P ჰქონდა. ბუნებრივია, როდესაც ხალხმა ეს შენიშნა, ჭორები კიდევ უფრო გამყარდა. ეს არ დაადასტურებს წყვილის ურთიერთობას, რადგანაც შესაძლოა, კაია ძმის, პრესლი გერბერის საპატივსაცემოდ ატარებდეს გულსაკიდს. ტაბლოიდები კომიკოსის წინა ურთიერთობის დასრულების მიზეზადაც კაიას ასახელებენ.

    25 წლის პიტი მსახიობ მარგარეტ კუალლის ხვდებოდა. ზოგიერთი ჟურნალი იმასაც წერს, რომ წყვილის რომანტიკული ურთიერთობა თვის დასაწყისში დასრულდა. თუმცა, წყაროს ინფორმაციით”ისინი კვლავ მეგობრებად რჩებიან.” მას რომანი ჰქონდა ასევე ცნობილ პოპ ვარსკვლავთან, არიანა გრანდესთან.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი