ბალმანი Haute Couture კვირეულს დაუბრუნდა

    Balmain-ი მაღალი მოდის კვირეულს დაუბრუნდა (ბოლო Couture კოლექცია მათ 2002 წელს წარადგინეს). მისი ისტორია კი ჯერ კიდევ 1945 წელს დაიწყო, როდესაც პიერ ბალმანმა საკუთარი მაღაზია გახსნა, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა ზარის ფორმის კაბები, ვიწრო წელით. Balmain-ის პირველივე კოლექციის შესახებ სტატია VOGUE-ს ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი ასე აფასებდა ბალმანის ნამუშევრებს: „ლამაზი სამოსი, რომლის ტარებაც ნამდვილად მოგინდებათ.“

    Balmain-ის ამჟამინდლემა კრეატიულმა დირექტორმა, ოლივიე რუსტინგმა განაცხადა, რომ Couture უკვდავია: “ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც ძალიან ეშინია წარსულის, ჩვენ ზედმეტად ვნერვიულობთ მომავალზე. მე ვეცნობი წარსულს რომ უკეთესი წარმოდგენა შემექმნას აწყმოზე და მქონდეს უკეთესი მომავლის მოლოდინი”.

    მართლაც, დიზაინერმა გააცოცხლა და ახლებური იერი შესძინა პიერ ბალმანის ნამუშევრებს, რომელიც აქტუალური იქნება ახლაც და მომავალშიც. მათ ასევე შექმნეს ახალი ლოგო, რომელიც წარსულის გავლენას განიცდის.

              

    კოლექციის მთავარ თემად შეგვიძლია ჩავთვალოთ თეთრი მარგალიტი – მოდელები ატარებდნენ Balmain-ის ახალი ლოგოთი დამშვენებულ მარგალიტის სამაჯურებს და მაკიაჟიც შესაბამის ფერში ჰქონდათ.

    შოუს ყურება შესაძლებელი იყო Balmain-ის მიერ ახლად შექმნილი აპლიკაციის საშულაებით.

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი