ბარაკ ობამამ მემუარების წიგნი გამოსცა

    ბარაკ ობამამ თავისი წიგნის, ,,აღთქმული მიწის” გამოსვლის აღსანიშნავად TikTok-ზე ანგარიში შექმნა. ახალ ვიდეოში ყოფილი პრეზიდენტი ამბობს: ,,ეს წიგნი გამოხატავს იმ იმედს, რომელსაც თქვენში ვგრძნობ.” ობამა, TikTok-ის მომხმარებლებს მასთან ერთად დუეტის ჩაწერას მოუწოდებს, ფავორიტ მონაწილეს კი თავის ახალ წიგნს გადასცემს.

    ახალი მემუარების პოპულარიზაციის გარდა, ობამა ჯო ბაიდენის წარმატებას აღნიშნავს და მას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ასევე დასძენს, რომ ახალ პრეზიდენტს წინ დიდი გამოწვევები ელოდება – მსოფლიოში პანდემიის, არამდგრადი ეკონომიკისა და რისკის ქვეშ მყოფი დემოკრატიის გამო.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი