25 წლის ბარბარა პალვინი ვიქტორია სეკრეტის ახალი ანგელოზია! ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ იგი პირველი უნგრელი ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. პალვინი პოდიუმზე პირველად 2012 წელს ვიხილეთ. 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა.
მოდელმა სასიხარულო ამბავი საკუთარ ფანებს ინსტაგრამის საშუალებით ამცნო, ასევე არ დაიშურა ტკბილი სამადლობელი სიტყვები ედ რაზეკისა და ოჯახის წევრების მიმართ.

ავტორი: გიორგი გუნჯუა













