BAZAAR-მა საზოგადოებას ნამდვილი ირინა შეიკი გააცნო

    Harpers Bazaar-ის ელექტრონულ ყდას ირინა შეიკი ამშვენებს! ფოტოებთან ერთად გადაღებების დროს მასთან ჩაწერილი ინტერვიუს წაკითხვაც არის შესაძლებელი. ინტერვიუსა და ზოგადად, გადაღებების მთავარი თემა “ნამდვილი ირინა შეიკი” იყო. ასეც მოხდა – მისი წაკითხვის შემდეგ სულ სხვანაირ ირინა შეიკს გაიცნობთ – რეალურ, ძლიერ ქალს, ნამდვილი გრძნობებით, გულისამაჩუყებელი წარსულითა და ძლიერი ხასიათით.

    ჟურნალისტი მოდელს კარიერაზე, ურთიერთობებზე, ბავშვობაზე და ოჯახზე ესაუბრა. ირინამ ყველაფერზე გულახდილად ილაპარაკა. როდესაც ბრედლისა და მის ურთიერთობაზე მიდგა ჯერი, მან უბრალოდ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.

    გთავაზობთ ამონარიდებს იტერვიუდან:

    “ყოველთვის ის გინდა, რაც შეუძლებელია გქონდეს.”

    “მჯერა თუ არა ქორწინების? დიახ, რა თქმა უნდა მჯერა.”

    “იმ მოდელების რიცხვს არ მივეკუთვნები, ვისაც სურთ რომ სრულყოფილები იყბნენ…”

    “სულაც არ ვარ სრულყოფილი, მეც მაქვს ხოლმე კანი და თმა ცუდ მდგომარეობაში.”

    “ზოგჯერ გვინდა, რომ ზოგ ადამიანს შემოვულაწუნოთ და ვუთხრათ: დაბრუნდი რეალურ ცხოვრებაში და შეეშვი მობილურს!”

    “რატომ უნდა შევივალოთ გემოვნება და ჩავიცვათ უფრო გრძელი მაისურები როდესაც დედები ვხდებით? რატომ ფიქრობს ხალხი ასე? მართვლა ვერ ვხვდები. შენ ბოლომდე შენ უნდა იყო.”

    “უნდა იყო ნამდვილი. განსაკუთრებით შვილებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ტყუილში ცხოვრობ.”

    “ყოველთვის უნდა იცოდე რა გინდა. ზოგი გეტყვის რომ ძალიან გამხდარი ხარ, ან ძალიან მსუქანი. მთავარია ისწავლო საკუთარი თავის სიყვარული და შენს კანში კომფორტულად გრძნობდე თავს. თუ შენს თავს ისეთს შეიყვარებ როგორიც ხარ, ყველაფერი გამოგივა!”

    “ქალებს შეუძლიათ გაზარდონ ბავშვი, იმუშაონ, სახლში დაბრუნებულებმა მოამზადონ საჭმელი და დაალაგონ სახლი. ქალებს ყველაფერი შეუძლიათ.”

    “14 წლის ვიყავი როდესაც მამა გარდამეცვალა. დედამ და ბებიებმა გვავზარდეს მე და ჩემი დები. მამაკაცი ოჯახში არ გვყოლია. ამიტომ ყველაფერი ვისწავლე – როგორ დავაჭედო ლურსმანი, როგორ დავკიდო ფარდები, როგორ დავთესო და მოვიყვანო ბოსტნეული. რადგან რუსეთში, ზამთარში თავი ყველას ასე გააქვს. მამაჩემის დედა, გალინა ყველაზე ძლიერი ქალი იყო ვინც კი შემხვედრია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ის სულ ჩემთან არის” – მოდელი ცრემლებით იხსენებს საყვარელ ბებიას, რომლის სახელიც ფეხზე აქვს ამოტვიფრული.

    ჟურნალისტი აღნიშნავს: “გადასაღებ მოედანზე როდესაც უყურებ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოდელობა მის ცხოვრებისეულ გეგმებში არ შედიოდა და ის შემთხვევით აღმოაჩინეს.” ასევე დასძენს, რომ ირინა შეიკი  გია ჯიქიძემ აღმოაჩინა – ქართველმა, რომელიც საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “გრეის მოდელ ვორლდის პრეზიდენტი” და რუსი მოდელების პირველი და ერთადერთი აგენტი იყო დასავლეთში. სწორედ გია ჯიქიძემ ჩაიყვანა ირინა პარიზში. სამ წელში კი მისი კარიერული წინსვლა “ინტიმისიმის” სარეკლამო კამპანიით დაიწყო.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი