Beauty Magazine 1 წლის გახდა!

    ონლაინ გამოცემა Beauty Magazine დღეს იუბილარია!

    ერთი წელია რაც ყოველდღიურად ვამარაგებთ მკითხველს უახლესი ინფორმაციითა და სასარგებლო რეკომენდაციებით.

    ამ დროის განმავლობაში არაერთი საინტერესო რესპოდენტი შევიძინეთ – ცნობილი სახეები, წამყვანი ექიმები და კოსმეტოლოგები. რაც მთავარია, Beauty Magazine-ის პლატფორმაზე შეიქმნა ირის ვლოგი, რომლის საშუალებითაც უნიჭიერესი მეიქ აფ არტისტი ირი მაყურებელს თავის მოვლისა და მაკიაჟის შესახებ უახლეს ინფრომაციას და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

    Beauty Magazine-ის ოფიციალური წარდგენა 2019 წლის ზაფხულში გაიმართა, თუმცა ჩვენმა გამოცემამ ფუნქციობა გაცილებით ადრე დაიწყო:

    2017 წელს შეიქმნა  “ბლოგი სილამაზის შესახებ“, სადაც ვწერდით თავის მოვლისა და ჯანმრთელობის თემებზე, გავნიხილავდით აქტუალურ საკითხებს და სფეროს ექსპერტები გასცემდნენ სასარგებლო რეკომენდაციებს სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენი მთავარი გზავნილიც ეს იყო, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება.

    მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, 1 წლის შემდეგ საჭირო გახდა აღნიშნული თემების კიდევ უფრო გაფართოება და გადავწყვიტეთ შეგვექმნა სრულიად ახალი ინტერნეტ გამოცემა Beauty Magazine.

    იგი ამჟამად მომხმარებელს აწვდის საინტერესო ინფორმაციას როგორც სილამაზესა და ჯანმრთელობაზე, ისე სხვა აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: მოდა, ტრენდები, ურთიერთობები, ცნობილები და ა.შ.

    Beauty Magazine მადლობას უხდის ერთგულ მკითხველს და საყვარელ რესპოდენტებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გველოდება.

    ჩვენ ყველა ერთად ვალამაზებთ სამყაროს!

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი