ბელა ჰადიდმა სელენა გომესის კომენტარის გამო პოსტი წაშალა

    სულ ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელები ახალმა ჭორმა „ააფეთქა“- ცნობილმა  ამერიკელმა მომღერალმა სელენა გომესმა  ამერიკელ ტოპ მოდელს ბელა ჰადიდს ინსტაგრამის პოსტზე კომენტარი დაუტოვა.

    ბელა ჰადიდმა ახალი ფოტო წარწერით „A Dior Thing”  რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ინსაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც სელენა გომესმა “Stunning” (გასაოცარია) დაუწერა. ტოპ  მოდელმა კი პოსტი საერთოდ წაშალა. ამ ფაქტს სელენა გომესის გამოხმაურების გარეშე ნამდვილად არ ჩაუვლია. მომღერალმა მომხდართან დაკავშირებით ფან ექაუნთის კომენტარების ველში დაწერა „That Sucks” (ტეხავს).

    ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა ფან ექაუნთებზე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით სელენა გომესისა და ბელა ჰადიდის დაპირისპირება The Weeknd – ის გამო მოხდა. ბელა შეყვარებულს 1 თვის წინ დაშორდა და როგორც ჩანს ვერ ივიწყებს. სელენა კი ჰადიდის „ყოფილს“ მაშინ ხვდება ხოლმე, როდესაც ისინი შორდებიან.

    მეორე ვერსიით შესაძლოა ტოპ მოდელს უბრალოდ არ მოეწონა ფოტო და წაშლა გადაწყვიტა.

    აღსანიშნავია, რომ სელენა გომესსა და ბელა ჰადიდის დას, ჯიჯი ჰადიდს  ინსტაგრამზე ერთმანეთი გამოწერილი ჰყავთ. როგორც ჩანს, ბელა ჰადიდი ჯერ მზად არ არის ურთიერთობის დალაგებისთვის.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი