ბენ სიმონსი და ქენდალ ჯენერი ვალენტინობის დღეს ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ

    ცოტა ხნის წინ, ქენდალ ჯენერმა ელენ დეჯენერესის შოუში მისი და ფილადელფია 76ers -ის კალათბურთელის, ბენ სიმონსის სიყვარულის შესახებ მოარული ჭორები ოფიციალურად დაადასტურა. მან თქვა, რომ ის და სიმონსი “არც ისე დიდი ხანია” რაც ერთმანეთს ხვდებიან. გასულ საღამოს კი როგორც წყვილი, ისინი პირველად გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე.

    ქენდალ ჯენერი ნიუ-იორკში მოდის კვირეულზე იმყოფება, ხოლო სიმონსის გუნდს თამაში ჰქონდა ნიუ-იორკ ნიქსთან, რომელიც ფილადელფია 76ers-ის გამარჯვებით დამთავრდა. წყვილმა ეს გამარჯვება ჯერ Zuma-ში აღნიშნა, ხოლო შემდეგ კლუბ Marquee-ში წავიდნენ გასართობად. ამგვარად, მათი ვალენტინობის დღის პაემანი შედგა.

    ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისინი პაპარაცების წინაშე ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი