ბიონსე Peloton-თან ითანამშრომლებს

    ბიონსემ პოპულარულ ფიტნეს კომპანიასთან, Peloton-თან, რომელიც ცნობილია თავისი სავარჯიშო ინვენტარით, მრავალწლიანი პარტნიორობა გამოაცხადა. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, პარტნიორობა ხელს შეუწყობს სოციალური ინიციატივების განვითარებას.

    ”მე და პელოტონს გვჯერა, რომ მუსიკის ძალა ხელს შეუწყობს ვარჯიშის განწყობის ამაღლებას, მოტივაციას და შთაგონებას. რამდენიმე წელია რაც პელოტონის წევრი ვარ, მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობ კომპანიასთან, რომელიც ეხმარება ხალხს იყვნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები, ინოვაციური და ადაპტირებული გზით“- ნათქვამია ბიონსეს განცხადებაში.

    ამ დროისათვის, პელოტონში გაწევრიანებულ 3,6 მილიონზე მეტ ადამიანს შორის ბიონსე ყველაზე პოპულარული ადამიანია. ბიონსეს და პელოტონს საჩუქარი აქვთ სტუდენტებისთვის და მათ ორწლიან უფასო წევრობას აჩუქებენ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი