ბიბერები მალე მეორე ქორწილს გადაიხდიან

    მას შემდეგ, რაც ჰეილი და ჯასტინი ყოველგვარი ცერემონიის გარეშე დაქორწინდნენ, ოჯახი, მეგობრებო და გულშემატკივრები მათ ქორწილს და ჯვრისწერას ელოდებიან. წყვილმა ხელი გასული წლის სექტემბერში, ნიუ-იორკში, ყველასათვის მოულოდნელად მოაწერა.

    ბოლო დროს, ორივემ ქორწინების ბეჭდების ტარება დაიწყო. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ როგორც იქნა ქორწილის გადახდა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ისინი არ ჩქარობენ და სავარაუდოდ მეორე ქორწილს ოფიციალური ქორწინების წლისთავს დაამთხვევენ. როგორც წყარო იუწყება, “მეორე ქორწილიც კი არ არის მათთვის პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჯასტინის ჯანმრთელობაა.”

    შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ბიბერი დეპრესიით იტანჯება. მკურნალობა თებერვალში დაიწყო და უკვე გამოჯანმრთელების გზაზეა. უცხოური პრესა ხშირად აღნიშნავს, რომ ჰეილი მეუღლეს გვერდიდან არ შორდება და ყველანაირად ცდილობს მის დახმარებას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი