ბიბერები საახალწლო სამზადისს შეუდგნენ

    ვარსკვლავური წყვილი ახალი წლისთვის ემზადება. 25 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და 23 წლის მოდელი ჰეილი ბოლდუინი ჰოლივუდში, საახალწლო საყიდლებზე სიარულისას დააფიქსირეს.

    როგორც ჩანს, ჯასტინი სტილს არ ღალატობს და ფართო სტილის სპორტულ ტანისსამოსს ანიჭებს უპირატესობას. ჯასტინის მსგავსად ჰეილიმაც თავისუფალი სტილის მიანიჭა უპირატესობა.

    ყველას გასაკვირად, ისინი პაპარაცებთან გაჩერდნენ და მათთან ერთად ფოტოებიც კი გადაიღეს. ისინი ასევე დაინტერესდნენ, თუ სად შეიძლება ყველაზე კარგი საახალწლო აქსესუარების შეძენა.

    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი