ბილი ეილიშმა ახალი სიმღერა წარადგინა

    პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ყველა სფეროში შეჭრილია და მათ შორის დიდ სცენაზეც. მომღერლების და მათი მილიონობით თაყვანისმცემლის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კარგად ნაცადი, ეფექტიანი ხერხია.

    გამონაკლისი არც ბილი ეილიშია. 18 წლის მომღერალი წელს პირველად შეძლებს ხმის მიცემას საპრეზიდენტო არჩევნებში. მან უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია – ინსტაგრამზე დაწერა, რომ დონალდ ტრამპი ქვეყანას ანადგურებს და რომ ის ხმას ჯო ბაიდენს აძლევს.

    დემოკრატიულ-ნაციონალურ შეკრებაზე მოხდა მისი ახალი სიმღერის პრეზენტაციაც, სახელად My Future. მომღერალი თვლის, რომ მხოლოდ მაშინ შეგიძლია იყო დარწმუნებული მომავალში, თუ მას თავად ქმნი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი