როგორ ავირიდოთ აღდგომას წონაში მატება და შევინარჩუნოთ ჯანსაღი კუჭ-ნაწლავი?!

    აღდგომის დღესასწაულს, რომელსაც ყველა მართმადიდებელი განსაკუთრებული სიყვარულით აღვნიშნავთ, თან ახლავს ყველასათვის საყვარელი პასკა, აღდგომის კვერცხი, ნოყიერი, გემრიელი საკვები, რაც დიდი გამოცდაა მარხვის შემდგომ ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის და არა მარტო, ზოგადად ორგანიზმისთვის დიდი სტრესია ყოველდღიური კვების რეჟიმის შემდგომ მრავალფეროვან საკვებზე გადასვლა… ამ დროს გვიჩნდება არასასიამოვნო სიმპტომები, თავს საკმაოდ მძიმედ ვგრძნობთ და წონაშიც სწრაფად ვიმატებთ. როგორ ავირიდოთ დღესასწაულებზე თავიდან ზედმეტი კილოგრამები და გავატაროთ აღდგომის დღესასწაული შემაწუხებელი ჩივილების გარეშე, ამ თემაზე გვესაუბრება თერაპევტი, გასტროენტეროლოგი, პროფესორი, კლინიკური ექსპერტი ქ-ნი მაკა ბულეიშვილი

    ქ-ნი მაკა: ზოგადად, კუჭ-ნაწლავის მიკრობიომის – მიკროფლორის სიჯანსაღეზე დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობა, მათ შორის წონის რეგულირება. კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა ძალიან მგრძნობიარეა საკვების, სტრესისა და ჩვენი ყოველდღიურობის მიმართ და ამიტომ მისი ბალანსი ადვილად ირღვევა ისეთ დროს, როგორიცაა, მაგალითად, თვითნებური დიეტები, კვების სპეციფიკური რეჟიმი, მათ შორის მარხვა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ პერიოდში მარხულობს, ამიტომ ამ მაგალითით შევეცდები ახსნას. მარხვის პერიოდში ადამიანთა უმრავლესობა იღებს ცომეულს, ნახშირწყლებს, პარკოსნებს, ე.წ. სამარხვო შოკოლადსა და სხვადასხვა პროდუქტს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ერთ-ერთი პირველია, რომელზეც როგორც მარხვის პერიოდში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც უნდა ვიზრუნოთ, რადგან ცხოველური და რძის ნაწარმის შეზღუდვის ფონზე,  მასში მცირდება მეგობარი ბაქტერიებისა და მათი ჩართულობით გამომუშავებული ფერმენტების რაოდენობაც. ასეთ დროს ჩვეულებრივ კვებაზე და განსაკუთრებით ისეთ ნოყიერ საკვებზე გადასვლა, როგორიც არის მაგალითად, პასკა, კვერცხი და აღდგომის სუფრის ნუგბარი,  ორგანიზმისთვის ძალიან სტრესული და რთული პროცესია. ერთი კვირა მაინც არის საჭირო, ორგანიზმი პირვანდელ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი მეგობარი ბაქტერიები და ფერმენტები აღიდგინოს

    ანუ რომ შევაჯამოთ, მარხვის,  ან თუნდაც დიეტის და ბალანსირებული კვების შემდეგ, როდესაც საკვები უცებ იცვლება და შეზღუდული კვების რაციონიდან გადავდივართ ნოყიერი და მრავალფეროვანი საკვების მიღებაზე, კუჭ-ნაწლავი ამ ტემპში ვერ მოგვყვება, ისტრესება და ვერ ახერხებს მრავალფეროვანი საკვების მონელება-გადამუშავებას, რის გამოც გვიჩნდება ისეთი შემაწუხებელი სიმპტომები, როგორიც არის, შებერილობა, სიმძიმე, მუცლის გადავსება, ყაბზობა, დისბიოზი და სხვა, შედეგად ადვილად ვიმატებთ წონაშიც.

    • რა საკვირველია, ამ პერიოდში ძალიან მაღალი რისკია ზედმეტი კილოგრამების დაგროვების. რა ზომებს მივმართოთ და რას გვირჩევთ, რომ თან გემრიელად ვიკვებოთ და თან წონაში არ მოვიმატოთ? 

    ქ-ნი მაკა:  როცა ვსაუბრობთ წონის მატებასა და ზედმეტ კილოგრამებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გავლენას ახდენენ ჩვენს მადაზე, თუ რამდენ კალორიას ავითვისებთ და როგორ მოვინელებთ მიღებულ საკვებს. ნაწლავის მიკროფლორა ჩართულია მაძღრობისა და დანაყრების ჰორმონების, კორტიზოლისა და ინსულინის დონის რეგულირებაში, აკონტროლებს საკვებიდან მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ათვისებასა და სინთეზს, ასევე ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, შაქრისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერების დაშლას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა გვიცავს ჭარბი წონის, ვისცერალური „მუცლის“ ცხიმის ჭარბი განვითარებისაგან, ზედმეტი კალორაჟის ათვისებისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე. 

    ჩვენ ვახსენეთ, შემაწუხებელი სიმპტომებიც, რაც მარხვის, დიეტის შემდეგ მრავალფეროვან კვებით რეჟიმზე გადასვლისას ხშირად გვაწუხებს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიმპტომები არა მხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის, არამედ ნივთიერებათა ცვლას და წონის შენარჩუნებისა თუ კლების პროცესსაც ხელს უშლის. მაგალითად, ერთ-ერთი ხშირი ჩივილებია დისბიოზი და ყაბზობა, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის ჭარბი წონის რისკს, რადგან მიღებული საკვები მთელი თავისი მავნე მინარევებით ხანგრძლივად ყოვნდება ორგანიზმში, ირღვევა მონელების პროცესი და ეს ყველაფერი უსიამოვნო ჩივილებთან ერთად, ზედმეტ კილოგრამებსაც გვმატებს.

    მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დისბიოზი მჭიდროდ უკავშირდება ჭარბი წონის – სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა მრავალი დაავადების განვითარებას.  

    ემაწუხებელი სიმპტომებისა და ზედმეტი კილოგრამებისგან თავის დასაცავად, მარხვის, ასევე დიეტების შემდეგ, მრავალფეროვან საკვებზე გადასვლამდე, ანუ აღდგომის დღეების მოახლოების წინ, უმჯობესია დავიწყოთ კუჭ-ნაწლავზე ზრუნვა და მისი მეგობარი ბაქტერიებით შევსება, რისთვისაც ჩემს პაციენტებს ვურჩევ პრობიოტიკების მიღებას.  მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავით შევძლებთ საკვების ათვისებას და არ შევირგებთ კალორიებს დღესასწაულების პერიოდში. 

    • პრობიოტიკები ახსენეთ, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები პრობიოტიკების შესახებ? თქვენ რომელ პრობიოტიკს გაუწევთ რეკომენდაციას? 

    ქ-ნი მაკა:  დიახ, პრობიოტიკები თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხია და ბევრი საყურადღებო ნიუანსია მათ ირგვლივ. მაგალითად, როდესაც პრობიოტიკებზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ მის შემადგენლობას, მასში შემავალი ბაქტერიების რაოდენობასა და მოქმედების სპექტრს, მათ კლინიკურ მტკიცებულებებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრობიოტიკის წარმოების ხარისხს. ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ „ბიოპრონ 9 პრემიუმს“. მინდა აღვნიშნო, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ არის ის ბრენდი, რომელიც შექმნილია ჩემი ევროპელი კოლეგების, ძალიან ცნობილი გასტროენტეროლოგების ჩართულობით და მასზე არაერთი კლინიკური კვლევაა ჩატარებული, რაც მის ეფექტიანობას და უსაფრთხოებას ადასტურებს.  „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ ყოველი კაფსულა შეიცავს ჩვენი კუჭ-ნაწლავის მიკროფლორისთვის, საკვების მონელებისთვის, მეტაბოლიზმისა და ზოგადად ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის მნიშვნელოვანი, გენეტიკურ დონეზე შესწავლილი, 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამს, რაც როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი მაჩვენებლით სრულად შეესაბამება თანამედროვე მედიცინის რეკომენდაციებს. ვსაუბრობდით წონის კონტროლსა და ჭარბი კალორაჟის ათვისებისაგან თავის არიდებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ,,ბიოპრონ 9 პრემიუმში“ 9 ბაქტერიულ შტამიდან, მოცემულია ზუსტად იმ 4 ბაქტერიული შტამის კომბინაცია, რომელიც ამცირებს ვისცერალური (მუცლის) ცხიმის განვითარების რისკს, მავნე ცხიმების პროცენტულობას ორგანიზმში და ზედმეტი კალორაჟის ათვისებას, ხელს უწყობს წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობის შემცირებას და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს ამ პერიოდში. გარდა ამისა, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აღენიშნება ისეთი პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, გასტრიტი და კუჭის ჰიპერ-ჰიპოაციდოზური მდგომარეობები, რაც პრობიოტიკის მიღებისას საფრთხეს უქმნის ცოცხალ მეგობარ ბაქტერიებს.  „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ შექმნისას ეს ფაქტორიც გათვალისწინებულია. მას აქვს ახალი თაობის, ინოვაციური, მრავალშრიანი კაფსულა, რომელიც ბაქტერიებს სძენს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას, იცავს მათ კუჭის მჟავიანობისაგან  და ხელს უწყობს მეგობარი ბაქტერიების ნაწლავში, მათ სამიზნე ლოკაციაზე ოპტიმალურ კოლონიზაციას. 

    • რა საინტერესო რამ გვითხარით. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ დღესასწაულების პერიოდში დავიწყებთ „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ მიღებას და ვიზრუნებთ ჩვენს კუჭ-ნაწლავის გაჯანსაღებაზე, შევძლებთ თავი დავიზღვიოთ წონის მატებისგან?  

    ქ-ნი მაკა:  დიახ, კლინიკური კვლევებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ საშუალოდ 5-10 დღიანი კურსით აღწევს ოპტიმალურ თერაპიულ შედეგს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მიღება ახლა, უშუალოდ მარხვის დასასრულისკენ, რათა დროულად დავიწყოთ კუჭ-ნაწლავის მომზადება, გავაჯანსაღოთ ის, რომ მრავალფეროვან საკვებზე გადასვლა არ იყოს სტრესული ჩვენი ორგანიზმისთვის და თავიდან ავირიდოთ როგორც დისკომფორტი, ასევე ზედმეტი კილოგრამები.  

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი