შვებულება უსიამოვნო საჭმლის მომნელებელი პრობლემების გარეშე – როგორ ვიზრუნოთ ნაწლავების ჯანმრთელობაზე მოგზაურობის დროს?
ზაფხული დასვენებასთან, შვებულებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება, თუმცა მგზავრობა და მასთან დაკავშირებული სტრესული დატვირთვა, კლიმატის ცვლილება, ახალი გარემოს ჰიგიენური პირობები, კვების ჩვევების შეცვლა და უცხო კერძები შესაძლოა უარყოფითად აისახოს ჩვენს კუჭ-ნაწლავზედა გამოვლინდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები როგორც მგზავრობისას, ისე დაბრუნების შემდეგ. ხშირად ეს ვლინდება ე.წ. „მოგზაურთა დიარეით“, თუმცა შესაძლოა განვითარდეს შეკრულობა (ყაბზობა) ან ჭარბი მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა). ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ნაწლავების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კულინარიული აღმოჩენები შვებულების განუყოფელი ნაწილია და მათზე უარის თქმა საჭირო არ არის, თუ სწორად მივუდგებით საკითხს.
რატომ არის მნიშვნელოვანი მიკრობიოტის ბალანსი?
ჩვენს ნაწლავებში ტრილიონობით სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს, რომლებიც ერთობლივად ქმნიან მიკრობიოტას. მისი ბალანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში, მეტაბოლიზმსა და საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
მოგზაურობისას დღის რეჟიმის ცვლილება, სიცხე, სტრესი და ახალი საკვები მიკრობიოტის ბალანსს არღვევს, რაც შესაძლოა დიარეით, ყაბზობით ან შებერილობით გამოვლინდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მიკრობიოტის მხარდაჭერა მთელი მოგზაურობის განმავლობაში.
როგორ ავიცილოთ თავიდან საჭმლის მომნელებელი პრობლემები?
✔ შეამცირეთ სტრესი – ეცადეთ, დასვენება ნამდვილად დასვენებად აქციოთ და ზედმეტი დატვირთვა აირიდოთ თავიდან.
✔ მიიღეთ საკმარისი სითხე – განსაკუთრებით ცხელ დღეებში დღეში 2-3 ლიტრი წყლის მიღება მნიშვნელოვანია.
✔ დაიცავით ჰიგიენა – ხშირად დაიბანეთ ხელები, ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხსა და მომზადების პირობებს.
✔ ახალი კერძები თანდათანობით დააგემოვნეთ – მიეცით ორგანიზმსა და მიკრობიოტას ადაპტაციის დრო.
✔ შეამცირეთ რაფინირებული შაქრის მიღება – წასახემსებლად ტკბილეულის ნაცვლად აირჩიეთ ხილი, თხილეული ან მთლიანი მარცვლეულის პროდუქტები.
✔ რეგულარულად მიიღეთ პრობიოტიკები – სასურველია კურსის დაწყება მოგზაურობამდე რამდენიმე დღით ადრე და გაგრძელება შვებულების განმავლობაში.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ პრობლემა უკვე გაჩნდა?
დიარეის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება და მსუბუქი კვება. ყაბზობის დროს კი რეკომენდებულია მეტი წყლისა და ბოჭკოვანი საკვების მიღება. ორივე შემთხვევაში პრობიოტიკები ხელს უწყობს ნაწლავური ბალანსის აღდგენას.
ბიოპრონ 9 პრემიუმი – ორმაგი მხარდაჭერა თქვენი ნაწლავებისთვის
ბიოპრონ 9 პრემიუმი შეიცავს 10 მილიარდ პრობიოტიკულ ბაქტერიას და პრებიოტიკს, რომელიც სასარგებლო ბაქტერიების საკვებს წარმოადგენს. პრობიოტიკისა და პრებიოტიკის კომბინაცია ქმნის სიმბიოტიკს, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური მიკრობიოტის ბალანსის შენარჩუნებას.
ბიოპრონ 9 პრემიუმი რეკომენდებულია:
- მოგზაურობისა და შვებულების პერიოდში
- კვების რაციონის ცვლილებისას
- დიარეისა და ყაბზობის დროს
- ნაწლავური მიკრობიოტის მხარდაჭერისთვის
ბიოპრონ 9 პრემიუმი განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის და მისი მიღება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.
იზრუნეთ ნაწლავების ჯანმრთელობაზე და ისიამოვნეთ შვებულების ყოველი დღით უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე.












