ბიშექტომია – ლოყებიდან ცხიმის ამოღების პროცედურა

    ბოლო დროს ბიშექტომია ერთგვარ ტრენდად იქცა. ეს არის პროცედურა, რომელიც ლოყიდან ზედმეტი ცხიმის ამოღებას გულისხმობს, რათა სახის ნაკვთები უფრო გამოიკვეთოს.

    ბიშექტომია იგივე ბიშეს ბალიშების ამოკვეთა და ლოყის ქვეშ მოთავსებული ცხიმოვანი ფენის ამოღებაა. ეს ცხიმოვანი ფენა ჯერ კიდევ მაშინ ვითარდება, როდესაც ბავშვი ძუძუთი იკვებება. ზრდასრულ ასაკში დამატებითი ფუნქცია მას არ გააჩნია. ამ პროცედურის გაკეთების შემდეგ სახე გამხდარი ჩანს და ნაკვთებიც მეტად იკვეთება.

    ამ ოპერაციისთვის არაერთ ცნობილ ადამიანს მიუმართავს, მათ შორის ბელა ჰადიდს, ანჯელინა ჯოლის, რენე ზელვეგერს, ვიქრორია ბექემს… როგორც ხედავთ, შედეგი საკმაოდ შესამჩნევია და ესთეტიურადაც ბევრად ლამაზია.

    საქართველოში ამ ოპერაციის გაკეთება რამდენიმე კლინიკაშია შესაძლებელი. უმტკივნეულო და სწრაფი პროცედურაა, არ აქვს ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი