ბლეიქ ლაივლის ახალი ამპლუა!

    მალე, ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ქალი სატელევიზიო სერიების პროდიუსერად მოგვევლინება. ამის შესახემ მან GLAMOUR-თან ისაუბრა.

    სატელევიზიო სერიებისთვის მზადება უკვე მიმდინარობს. ისინი ამაზონზე გავა.
    ამ პროექტის მიზანია, სამოდელო ინდუსტრიაზე და მოდის ტენდენციებზე ხალხისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება, რათა ამ სფეროზე მათ სწორი წარმოდგენა შეექმნათ. ეს იქნება სატელევიზიო დრამა და მას უკვე ამსგავსებენ “ჭორიკანას” (The gossip girl), სადაც ბლეიქ ლაივლი მთავარ როლში იყო.

    გასულ წელს GLAMOUR-თან ინტერვიუში ბლეიქმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ მეტი
    ქალი ჩაერთვება ამ ინდუსტრიაში. “არავინ იბრძოლებს შენთვის, თუ შენ არ იბრძოლე შენი
    თავისთვის” – თქვა მსახიობმა. ასევე აღნიშნა, რომ პროდიუსერები, რეჟისორები, და ა.შ. ძირითადად მამაკაცები არიან. ქალებზე ისინი უბრალოდ წერენ ან ქმნიან ისტორიებს; მათ აკურატულად და სიფრთხილით ექცევიან. ამიტომ, ქალის მხრიდან წარმოდგენილი ქალი კიდევ უფრო რეალური და საინტერესო იქნება.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი