BOUTIQUE-ს იშვიათი არომატის სერია უდის ხისა და შავი მოცხარის ექსტრაქტით

    თქვენ წინაშეა BOUTIQUE-ს ეგზოტიკური, განსხვავებული და იშვიათი არომატის სერია უდის ხისა და შავი მოცხარის ექსტრაქტით, რომელიც აჯანსაღებს და არბილებს კანს.

    უდი აგარის ხის ზეთისგან მიიღება, რომელიც საკმაოდ მდიდრული და განსაკუთრებული ხეა. ბუდისტები უდის არომატს მედიტაციისთვის იყენებდნენ, ხოლო ჩინეთში მას მრავალი ავადმყოფობის საწინააღმდეგო საშუალებად მიიჩნევდნენ. არაბულ სამყაროში უდი კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა და მას ძირითადად მამამკაცები ატარებდნენ.

    რაც შეეხება შავ მოცხარს, იგი შეიცავს P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ატენიანებს და აჯანსაღებს კანს.

    BOUTIQUE-ს სერიაში გაერთიანებულია შემდეგი პროდუქტები:

    1. აბაზანის შხაპის გელი
    2. სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი
    3. სხეულის დამატნიანებელი სპრეი
    4. ხელის დასაბანი თხევადი საპონი
    5. ხელის დამატენიანებელი ლოსიონი

    აბაზანის შხაპის გელი

    გამოიყენება ყველა ტიპის კანზე. საუკეთესოდ  ასუფთავებს კანს და მთელი დღის განმავლობაში გვჩუქნის სისუფთავის შეგრძნებას. რბილი, მაკონდიცირებელი დანამატები ატენიანებენ კანს და ინარჩუნებენ კანის ლიპიდურ ბალანსს. აბაზანის შხაპის გელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხსნის დაღლილობას, კვებავს და ატონიზირებს კანს. მისი რეგულარული გამოყენების შედეგად კანი ხდება რბილი და ხავერდოვანი.

    გარდა ამისა, იგი ხსნის დაძაბულობას, დაღლილობას და გვმატებს ენერგიას.

    სხეულის დამატენიანებელი ლოსიონი

    რბილი და ხევერდოვანი სხეულის ლოსიონი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებითა და ეთერზეთებით. ინტენსიურად კვებავს კანს. მატებს კომფორტის შეგრძნებას. კანი არის დაცული მზისგან და სიცივისგან, შესაბამისად უფრო გლუვი და დატენიანებულია.

    სხეულის დამატენიანებელი სპრეი

    თავისი მდიდრული არომატით თავს არაჩვეულებრივად გაგრძნობინებთ. ის ატენიანებს კანს მთელი დღის განმავლობაში და ანიჭებს მბზინვარებას. შედეგად, თავს გრძნობთ კომფორტულად და თავდაჯერებულად.

    ხელის დამატენიანებელი ლოსიონი

    თუ ხელზე კანი ხშირად გიშრებათ, მაშინ ეს ის პროდუქტია, რაც თქვენ გჭირდებათ. იგი კვებავს კანს, აღადგენს მის სტრუქტურას და ხელს უწყობს ეპიდერმისის გაახლებას. შედეგად იღებთ დატენიანებულ, ლამაზ და გლუვ კანს.

    ხელის თხევადი  საპონი

    რამდენადაც მნიშვნელოვანია ხელის დაბანა, იმდენად მნიშვნელოვანია მისი მოვლა ისე, რომ ხელი არ გამოშრეს და არ გაღიზიანდეს. ამისათვის უნდა იცოდეთ, რომელი საპონი იხმაროთ. BOUTIQUE-ს თხევადი საპონი მაქსიმალურად არბილებს კანს, კვებავს და აღადეგნს კანის სტრუქტურას.

    BOUTIQUE-ს ეგზოტიკური და იშვიათი არომატის სერიის თავის მოვლის საშუალებების შეძენა შესაძლებელია „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი