ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი SAG Awards-ზე ერთად გამოჩნდნენ

    გასულ საღამოს ლოს ანჯელესში SAG Awards გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემა ბრედ პიტისა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ ენისტონის ერთად გამოჩენა გახდა.

    ჯილდოს გარეშე არც ერთი დარჩენილა: ჯენიფერმა ჯილდო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო (სერიალი The Morning Show), ხოლო ბრედ პიტმა კი მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის (ფილმში once upon a time in hollywood).

    ბრედ პიტის გმირი არის კაცი, რომელსაც უყვარს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და ვერ შეძლო ცოლთან ერთად ცხოვრება. მან იხუმრა, რომ არ გასჭირვებია ამ როლლის თამაში, რადგან თავად დიდად არ განსხვავდება თავისი პერსონაჟისგან. ამ დროს კამერებმა ჯენიფერი რეაქცია დააფიქსირეს. ის ნაზად იღიმოდა და ტაშიც დაუკრა მის ხუმრობას.

    ამის შემდეგ ჯენიფერის სამადლობელი სიტყვის დროც დადგა. ბრედ პიტი სულგანაბული ადევნებდა კულისებიდან თვალს ყოფილი მეუღლის სიტყვას. სიტყვის დასრულების შემდეგ ჯენიფერი და ბრედ პიტი კულისებში შეხვდნენ, თბილად მიულოცეს ერთმანეთს გამარჯვება და გადაეხვივნენ.

    ეს კადრები გახდა ჭორების მიზეზი, თითქოს მათ შორის გრძნობა არ გამქრალა და შესაძლოა კვლავ ერთად ვიხილოთ. მით უმეტეს, რომ ჯენიფერმა ცოტა ხნის წინ, ყოფილი მეუღლე დაბადების დღეზე დაპატიჟა.

     

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი