ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთად არიან!

    ახალი ჰოლივუდური წყვილის შესახებ ხმები უკვე გავრცელდა. როგორც ირკვევა, წყვილი ერთმანეთს შონ პენმა გააცნო, ის ბრედ პიტის მეგობარი და ამავე დროს, შარლიზ ტერონის ყოფილი ბოიფრენდია. სავარაუდოდ, პიტისა და ტერონის რომანს საფუძველი შობის დღესასწაულზე ჩაეყარა. მეგობრობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში.

    საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 55 წლის ბრედ პიტი და 43 წლის შარლიზ ტერონი ერთად პირვლეად ლოს ანჯელესში, “რომას” დახურულ ჩვენებაზე გამოჩნდნენ. ამ კინოჩვენებაზე პიტისა და ტერონის მოწვევით იმყოფებოდა მსახიობი ბლანკა ბლანკოც, რომელმაც მათთან ერთად გადაღებული ფოტო საკუთარ ინსტაგრამზე მადლიერების ნიშნად გამოაქვეყნა.

    შეგახსენებთ, რომ შარლიზი და შონი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ, ხოლო ბრედი და ანჯელინა 2016 წელს.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი