ბრედ პიტი ვარდის შამპანურის გამოშვებას აპირებს

    ჰოლივუდის პროექტები დოებით შეჩერებულია, თუუმცა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ერთობლივი ღვინის საწარმო Miraval კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას.

    პიტმა People-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ვარდის შამპანურის, Fleur de Miraval-ის გამოშვება იგეგმება, რომელიც ბაზარზე 15 ოქტომბერს გამოჩნდება.

    ,,ზოგადად, შამპანური იწვევს დღესასწაულის, ხარისხის, პრესტიჟისა და ფუფუნების შეგრძნებას, მაგრამ ვარდის შამპანიური ჯერ კიდევ უცხო რამაა. მინდა, რომ მთელი ძალისხმევა და აქცენტი ამ ერთ ფერზე გადავიტანოთ“-განაცხადა პიტმა.

    წინასწარი ინფორმაციით, ვარდის შამპანურის საცალო ფასი $390 იქნება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი