ბრედლი კუპერი და ლაურა დერნი უქმეებს ერთად ატარებენ

    ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ ბრედლი კუპერი დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ამჯერად ის “დიდი პატარა ტყუილების” მსახიობთან, ლაურა დერნთან ერთად დააფიქსირეს. მეგობრები ერთმანეთს ნიუ იორკში, ლანჩზე შეხვდნენ. გარეთ გამოსვლისას ბრედლი სახეს კეპით მალავდა.

    ამ დღეს ირინაც ნიუ იორკში იყო. ის Formula-ს ღონისძიებას “ბარბერის” ტანსაცმელში გამოწყობილი ესწრებოდა.

    შეგახსენებთ, რომ დაშორების შესახებ წყვილს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ერთად უკვე აღარ ცხოვრობენ და ყველგან ცალ-ცალკე დადიან.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი