ბროდვეის თეატრი მიუზიკლ DIANA-ს პრემიერისთვის ემზადება!

    თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავთ მოგზაურობას, ეცადეთ 2020 წლის გაზაფხულს დაამთხვიოთ… და თუ ჯერ არ გეგმავთ, ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ ამაზე ფიქრი დაიწყოთ. Harpers Bazaar-ის ინფორმაციით, მომდევნო წლის გაზაფხულზე ნიუ იორკში, ბროდვეის ლონგაკრის თეატრში მიუზიკლ Diana-ს პრემიერა იგეგმება!

    ყველასათვს საყვარელი პრინცესა დაიანას როლს ჯინა დე ვალი (Jeanna de Waal) შეასრულებს, პრინც ჩარლზს როუ ჰარტრამპი (Roe Hartramp) ხოლო დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ჯუდი კეი (Judy Kaye) განასახიერებს.

    “ვნერვიულობ, თუმცა ვიღებ ამ გამოწვევას. ამ როლის შესრულება უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია” – განაცხადა ჯინა დე ვალიმ.

    მიუზიკლის პირველი სცენა ჩარლზისა და დაიანას ქორწილი იქნება (1981 წელი). დედლაინის მიხედვით, პრემიერა 2020 წლის 31 მარტს შედგება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი