ბრუკლინ ბექჰემმა და ნიკოლა პელცმა ურთიერთობა ოფიციალურად გაასაჯაროვეს

    დევიდ ბექჰემის ვაჟი ცოტა ხნის წინ მოდელ ჰანა ქროსს დაშორდა. მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა ახალი სიყვარული. აქამდე თუ უბრალოდ ჭორები დადიოდა 20 წლის ბექჰემისა და 25 წლის მსახიობის, ნიკოლა პელცის რომანის შესახებ, ახლა უკვე მათი ურთიერთობის სერიოზულობაში ეჭვი აღარავის ეპარება. მეტიც, წყვილი ინსტაგრამზეც და პაპარაცულ ფოტოებში სიყვარულს და ემოციებს არ მალავს.

    მათ ურთიერთობა ოფიციალურად გაასაჯაროვეს ინსტაგრამზე. ფოტოები ჯერ ბრუკლინმა დადო. მათ შორის იყო აბაზანაში გადაღებული ფოტო. შემდეგ კი ნიკოლას დაბადების დღის ფოტოები დაიდო, სადაც ჩანს ფერადი ტორტი (რომელიც სავარაუდოდ ბრუკლინმა მორთო) და ნიკოლას რეაქცია შეყვარებულის მილოცვაზე. “ის საუკეთესოა” – წერს ნიკოლა.

    ამ ფოტოებამდე ისინი ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს. ნიკოლა რესტორნიდან ყვავილების თაიგულით ხელში გამოვიდა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი