ბურბონის უგემრიელესი კოქტეილი მარწყვითა და ბაზილიკით

    ზაფხულს ისე არაფერი უხდება როგორც მზე, ზღვა (ან აუზი) და გემრიელი კოქტეილები. გთავაზობთ კოქტეილის რეცეპტს ზაფხულის ტკბილი და განსხვავებული არომატით, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას დაუვიწყარს გახდის!

    საჭირო ინგრედიენტები:

    • 240 მლ ბურბონი
    • 2 ჭიქა მარწყვი
    • 2 სუფრის კოვზი შაქარი
    • ნახევარი ჭიქა ლიმონის წვენი
    • 8 ბაზილიკის ყლორტი
    • 12 ბაზილიკის ფოთოლი

    ჩაყარეთ მარწვი ბლენდერში და დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი. დაუმატეთ 1/4 ჭიქა წყალი და დააბლენდერეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ.

    დაბლენდერებულ მასას დაუმატეთ 3/4 ჭიქა წყალი და საშუალო ცეცხლზე წამოადუღეთ. ამის შემდეგ, აცალეთ რომ გაგრილდეს და საცერში გაწურეთ (რომ რაც ზედმეტია მოაშოროთ და ერთიანი მასა მიიღოთ).

    მიღებული მასა ჩაასხით თავსახურიან ჭურჭელში, დაამატეთ ერთი ჭიქა წყალი, ბურბონი, ლიმონის წვენი, ბაზილიკის ფოთლები და თუ გაქვთ, ერთი წვეთი “ბითერი” (კოქტეილების არომატიზატორი). ჭურჭელს თავზე დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ.

    კოქტეილი გაანაწილეთ 8 ჭიქაში და გააფორმეთ ბაზილიკის ყლორტებით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი