Cardi B-სა და Offset- ის სიყვარული დასრულდა

    ქარდი ბიმ განქორწინების შესახებ მოთხოვნა ატლანტის სასამართლოში შეიტანა. საქმის მოსმენა 4 ნოემბერს, დილის 10 საათზე დაინიშნა. ჯერ-ჯერობით, არც Cardi B-ს და არც Offset-ს არ გაუკეთებიათ კომენტარი ამ სიახლის შესახებ.

    ,,ვიცი რომ კარგად გამოვიყურები, ვიცი რომ მდიდარი და ნიჭიერი ვარ. ვიცი რომ ნებისმიერი მამაკაცის მოპოვება შემიძლია, ვინც მომინდება. იქნება ეს კალათბურთელი თუ ფეხბურთელი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემს მამაკაცთან ერთად მსურს მუშაობა და არ უნდა მიწევდეს ამის ახსნა. ეს არის ჩემი ცხოვრება და გადაწყვეტილებების მიღებას მარტო ვაპირებ“- განუცხადა Cardi B-მ Cosmopolitan-ს ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე.

    წყვილმა 2017 წლის 20 სექტემბერს საიდუმლოდ იქორწინა ატლანტაში და თითქმის 1 წლის განმავლობაში მალავდნენ ამ ამბავს. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი