ქარდი ბი და ქენდალ ჯენერი კოსმეტიკური ბრენდის შექმნას აანონსებენ

    ლედი გაგა, ჰეილი ბიბერი, არიანა გრანდე, გვენ სტეფანი და უკვე ქარდი ბიც კაილი ჯენერის გზას დაადგენენ – თითოეულმა მათგანმა ახალი, სილამაზის პროდუქტებზე ორიენტირებული კომპანიების შექმნა დაანონსა.

    Entertainment Online-თან ინტერვიუში ამერიკელმა რეპერმა მოკლედ აღნიშნა, რომ მომხმარებლები  მისი პროდუქციის შეძენას სულ მალე შეძლებენ. უნდა იღინოშნოს, რომ 2018 წელს, ქარდისა და ტომ ფორდის კოლაბორაციით შექმნილი ლურჯი ტუჩსაცხი მაღაზიებში ორ დღეში ამოიყიდა. აშკარაა, რომ ბაზარზე უკვე დიდი მოთხოვნაა ახალბედა რეპერის პროდუქციაზე.

    უმცროს დას მიბაძა ქენდალ ჯენერმაც და ოფიციალურად დაარეგისტრირა საავტორო უფლებები საკუთარ სახელზე, კერძოდ, შემდეგ სიტყვებზე: „Kendall” და “Kendall Jenner.“ აქამდე ჯენერი ისეთ დიდ კოსმეტიკურ კომპანიებს წარადგენდა, როგორიცაა „ესტე ლაუდერი“ და „პროაქტივი.“

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი