რამდენჯერ გდომებიათ შეფერილი კანი ზამთარში ან რამე მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ერთგვაროვანი და დატენიანებული სხეული?! რა კარგი იქნებოდა ტანისთვისაც რომ არსებობდეს სს კრემი, რომელიც დაფარავდა კანის სიჭრელეს ან არასასურველ სითეთრეს. საბედნიეროდ ასეთი პროდუქტი უკვე არსებობს – ერბორიანის CC Body – კრემი სხეულისთვის, რომელიც დატენიანებასთან ერთად კანზე ბრონზის ეფექტს იძლევა.
შემადგენლობაში აქვს გლიცერინი, ცენტელა აზიატიკა და კაფსულირებული პიგმენტი, რომელიც შეზელვისას აქტიურდება და კანს ერთგვაროვანს და გლუვს ხდის. განკუთვნილია შედარებით ღია კანის ტონის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც უბრალოდ სურთ კანის ტექსტურის ან სიჭრელის დაფარვა. კრემი არ არის წებოვანი, ცხიმიანი ან მსუყე, რის გამოც მარტივად ნაწილდება და შეიწოვება კანის მიერ.

აქვს ბუნებრივი დაბოლოება, ვერავინ შეატყობს, რომ რამე გისვიათ. რაც შეეხება პროდუქტის ფერს, შეიცავს თბილ პიგმენტს, ამიტომაც განსაკუთრებით მოგეწონებათ კანის თბილი ქვეტონების მქონე გოგონებს. რაც მთავარია ძლებს მთელი დღის განმავლობაში, არ ცხიმიანდება და არ პრიალებს.
არ შეიცავს ფორების დამხშობ ინგრედიენტებს, ამიტომ მოუხდება მათაც, ვისაც სხეულზე გამონაყარი გაწუხებთ. შეიცავს პარფუმს, თუმცა არ აქვს გამაღიზიანებელი სურნელი. უნდა წაისვათ სუფთა კანზე, წრიული მოძრაობით, სანამ ფერი არ გახდება თანაბარი. სასურველია წინა დღეს ჩაიტაროთ ექსფოლიაცია სხეულზე, რათა სს კრემი ერთგვაროვნად და გლუვად გადანაწილდეს. აცადეთ რამდენიმე წუთი, რათა პროდუქტი შეშრეს და ტანსაცმელზე არ გადავიდეს, საღამოს კი ჩვეულებრივ შხაპის გელით ჩამოიბანეთ.
სს კრემი არ შეიცავს ავტორუჯს, ამიტომ არ აქვს მისი დამახასიათებელი სურნელი და არ მოგიწევთ კანის შესაფერად ლოდინი. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ზაფხულში რუჯის მიღება მზის მავნე სხივების და ლოდინის გარეშე.












