Chanel-მა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა!

    22 იანვარს, პარიზში Chanel -ის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩენება გაიმართა. ჩვენების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 17 წლის სუპერმოდელისა და „შანელის“ სახის, კაია გერბერის გამოსვლა გახლდათ. უკვე იმასაც ამბობენ, რომ ჯერჯერობით, ეს კაიას ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა იყო. ამ ასაკის მოდელისთვის კი ეს ბრწყინვალე დასაწყისია.

    მეორე, რამაც არანაკლები ყურადღება მიიქცია იყო ის, რომ ჩვენების ბოლოს, ტრადიციული მისალმებისთვის პოდიუმზე არ გამოსულა „შანელის“ კრეატიული დირექტორი, კარლ ლაგერფილდი. მის ნაცვლად მისი მეგობარი და „შანელის“ სახლის კრეატიული სტუდიის დირექტორი, ვირჯინია ვიარდი (Virginie Viard) გამოვიდა.

    როგორც გაირკვა, კარლ ლაგერფილდი იმდენად დაღლილი იყო, რომ შოუს დახურვა მეგობარს სთხოვა. ვირჯინია ვიარდის  გვერდს უმშვენებდა ვიტორია სერეტი (Vittoria Ceretti), რომელსაც ულამაზესი, ვერცხლისფერი კაშკაშა საცურაო კოსტიუმი ეცვა.

    თვალი გადაავლეთ ჩვენებას:

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი