ჟურნალმა ELLE-მ ცოტა ხნის წინ მოდის ყველაზე ცნობილი მიმდევრები/ექსპერტები გამოკითხა და 2019 წლის ჩანთის აქტუალური ტრენდები გამოავლინა. არასტანდარტული ფორმები, ვინტაჟი და კომფორტული ჩანთები წელსაც აქტუალურია.
პრაქტიკული ჩანთები
წელის ჩანთამ და ზოგადად, კომფორტულმა ჩანთამ ქუჩიდან დახვეწილი აუდიტორიის გარდერობში გადაინაცვლა და თავი დაიმკვიდრა მოდის სფეროში. წელის ჩანთა ახლა უკვე უბრალოდ პრაქტიკული კი არა, ძალიან მოდურია.


ვინტაჟური სტილი
ვინტაჟით ინსპირირებული ჩანთები კვლავ მოდაშია. კლასიკური სტრუქტურული სილუეტები და მხარზე გადასაკიდებელი სახელურები დაბრუნდა. ეს ჩანთები მათთვისაა, ვინც კლასიკურ სტილს ვერ ელევა, თუმცა ცდილობს, არ ჩამორჩეს უახლეს ტრენდებს.


ნათელი ფერები
2019 წელს აქტუალურია ფერადი, პასტელური ფერის ჩანთები, რომლებიც არაჩვეულებრივად ჩანს ფოტოებზე, გამოგარჩევთ გარშემომყოფებისგან და ძალიან მოდურია. ამ ფერებს ირჩევენ შანელი, ვანდლერი, საიმონ მილერი…


გეომეტრიული ფორმები
არასტანდარტული ფორმები მოდის სამყაროს უახლესი ტრენდია. “ტყავისგან შექმნილი ეს ულამზესი გეომეტრიული ფიგურები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებია” – აცხადებს Nordstrom -ის დირექტორი.















