შექმენი ახალი წლის სასწაული, L’Occitane-თან ერთად


    წელიწადში მხოლოდ ერთხელ დგება დღე, როდესაც ადამიანები საკუთარ თავში სასწაულის მოხდენის უნარს პოულობენ. მერე რა, თუ სანტა კლაუსის არსებობაზე ჯერ კიდევ დაობენ… სამაგიეროდ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სანტას მოსასხამი მოირგოს და ახალი წლის ჭეშმარიტ სასწაულსაც მისწვდეს.  ხშირად გვგონია, რომ საშობაო მაგია მხოლოდ ლაპლანდიის ჩრდილოეთით არსებობს, ან მხოლოდ დიდ ეკრანზე აციმციმებულ ფილმებსა და ზღაპრულ წიგნებში… მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ თითოეულ ჩვენგანში იმალება ძალა, რომლითაც სხვისთვის ერთ ჩვეულებრივ დღეს, ნამდვილ დღესასწაულად გარდავქმნით. ახალი წლის მთავარ გზავნილიც ხომ სწორედ ეს არის – ვაქციოთ ეს დღე სიყვარულის, სინათლისა და უანგარო ბედნიერების ეპიცენტრად.

    თუ თქვენშიც გაიღვიძა პატარა ბავშვის საოცარმა აღდგკინებამ, წლის ყველაზე ჯადოსნური დღის მოლოდინში, მაშინ კარგად მოკალათდით… ლოქსიტანის ზღაპარში მოგზაურობა იწყება!

    საფრანგეთის სამხრეთით, ლავანდის ულამაზეს ბაღებში, სადაც მზე მთელი თავის ბრწყინვალებასა და სითბოს პროვანსის მიწას უზიარებდა,  დაიბადა განსაკუთრებული ბრენდი, L’Occitane. რა გასაკვირია რომ ისიც ყვითელი ფერით იწონებდა თავს და ადამიანების გულებამდე აღწევდა. ერთ მშვენიერ დღეს კი როდესაც შობა უკვე კარს იყო მომდგარი, გაჩნდა კითხვა: როგორ მოვახერხოთ და ზამთრის ცივ დღეებში, ადამიანებს მზის სითბო და ენერგია გავუზიაროთ? სწორედ ამ დროს დაიბადა ლეგენდა The Light Catcher, რომლის თანახმადაც ლოქსიტანის თითოეულ სასაჩუქრე შეფუთვაში ოქროსფერი ნათების სხივი ცოცხლობს. ლოქსიტანში კი გპირდებით, რომ ჩვენი  საჩუქრით ადრესატს ახალი წლის ზღაპრის იმ ნაწილს აჩუქებთ, სადაც მზის სინათლე მარადიულად ცოცხლობს. ამ განსაკუთრებული მისიისთვის კი ლოქსიტანმა სრულიად უნიკალური, ლიმიტირებული კოლექცია შექმნა.

    Premiers Rayons
    დაიჭირეთ დილის სინათლე ლოქსიტანის PREMIERS RAYONS–სთან ერთად. ეს კოლექცია სხეულის დასაბან ქაფს, სურნელოვან საპონს, ტუჩის ბალმს, ტუალეტის წყალს, სხეულის და ხელის კრემს აერთიანებს. ამ ხაზის პროდუქტები  პიონის, კამელიისა და მსხლის სურნელოვან ნოტებს აერთიანებს. მიღებული არომატი ზამთრის დილით შთაგონებულ, ახალ წამოწყებებთან ასოცირდება.


    Lumière D’hiver
    დაიჭირეთ ზამთრის მზის ენერგია – ახალი ციტრუსოვანი სურნელით. კოლექცია ტუჩის ბალმს, ხელის კრემს, სურნელოვან საპონს, შხაპის გელსა და ტანის ლოსიონს აერთიანებს.ნეროლისა და ციტრუსის ნოტები ცოცხალ კომპოზიციას ქმნის, რომელსაც გრეიპფრუტისა და ლაიმის არომატები დაუვიწყარ სურნელოვან გამოცდილებად აქცევს. მისი ფორმულა, ლოქსიტანის მთავარი ინგრედიენტით, შიის კარაქით არის შექმნილი.



    Nuit Festive
    მესამე ლიმიტირებული კოლექცია ლოქსიტანის ბესთსელერი ინგრედიენტით – ნუშით არის შექმნილი. კოლექცია ტუალეტის წყალს, ტუჩის ბალმს, რძის კონცენტრატს, სურნელოვან საპონს, ხელის კრემსა და სხეულის ზეთს აერთიანებს. შავი მოცხარის, ვანილისა და კედრის ნოტები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს და ჯადოსნურ საახალწლო განწყობას ქმნიან.

    და ბოლოს, ყველაზე დიდ ზღაპარსაც სჭირდება კულმინაცია. ახალი წლის დღესასწაულზე არის ერთი საჩუქარი, რომელსაც სულმოუთქმელად ელიან.ეს ლოქსიტანის Advent Calendar-ია – საიდუმლო ყუთი, რომელიც ბრენდის ყველაზე მოთხოვნად, ბესთსელერ პროდუქტებს ინახავს. ეს ჯადოსნური სახლი, პროვანსული შთაგონებით შეიქმნა. რაც მთავარია პროდუქტების ამოლაგების შემდეგ, მას შეუძლია თქვენს საახალწლო დეკორაციად გარდაიქმნას და ჯადოსნურ კუთხეს პროვანსული ელფერი შეჰმატოს. 

     აი ასე, სანტას მოსასხამი უკვე თქვენია. ახლა თქვენ უკვე იცით  The Light Catcher -ის საიდუმლო ლეგენდა და შეგიძლიათ, თამამად შეაბიჯოთ ლოქსიტანის საახაწლო ზღაპარში. შექმენით შობის ყველაზე თბილი სასწაული L’Occitane-თან ერთად.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი