ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

    ნობილი დიზაინერი, პატრიკ-ლუი ვიტონი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიტონის მოდის სახლი ავრცელებს. ჯერ-ჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

    მსოფლიოში აღიარებული ბრენდის ისტორია 1854 წლიდან იწყება, როდესაც დიზაინერმა ლუი ვიტონმა ფრანგული მოდის სახლი დააარსა. ბრენდის ინიციალები  LV აქტიურად გამოჩნდა ყველგან: მდიდრულ ტყავის ჩემოდნებზე, ჩანთებზე, მზის სათვალესა თუ წიგნებზე. ლუი ვიტონი აწარმოებს ფეხსაცმელსა და საიუველირო ნაწარმსაც.

    პატრიკ ლუი-ვიტონმა კომპანიაში მუშაობა 1973 წლიდან დაიწყო, რითიც ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. იგი უფროსი ვიტონის შვილთაშვილი იყო. ლუი ვიტონი ერთ-ერთი ლიდერი საერთაშორისო სახლია მსოფლიოში. L

    2006-2012 წლებში ლუი ვიტონი ზედიზედ ექვსჯერ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მდიდრულ ბრენდად. კომპანიის წლიური შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს აღემატება. დღეს ბრენდი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 460-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.


    ავტორი: თამო მათნაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი