ცოტა რამ კატაზე, რომელსაც კარლ ლაგერფილდმა 200 მილიონი დოლარი დაუტოვა

    გასული წლის აპრილში შანელის სახლის კრეატიული დირექტორი, კარლ ლაგერფილდი ამტკიცებდა, რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და მისი ყველა ანალიზი წესრიგში იყო. “დამირეკეთ 10 წლის შემდეგ და იგივეს გიპასუხებთ” – განაცხადა დიზაინერმა.

    კაქრლ ლაგერფილდის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ამბობენ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

    მიუხედავად ოპტიმისტური განწყობისა, მოდის ლეგენდამ დაიბარა, რომ სიკვდილის შემთხვევაში მომხდარიყო მისი სხეულის კრემაცია: “არანაირი დაკრძალვის ცერემონია არ იქნება, მირჩევნია მოვკვდე!”

    სიკვდილამდე 1 წლით ადრე კარლ ლაგერფილდმა განაცხადა, რომ მისი ქონების ერთ-ერთი მემკვიდრე შუპეტი იქნებოდა.

    შუპეტი Birman-ის ჯიშის თეთრი კატაა, რომელიც ინსტაგრამზე ძალიან პოპულარულია და 131 000 მიმდევარი ჰყავს. თავდაპირველად იგი კარლ ლაგერფილდის მეგობარს ეკუთვნოდა. მან ის დიზაინერს ცოტა ხნით დაუტოვა, თუმცა ამ პერიოდში ლაგერფილდს შუპეტი ისე შეუყვარდა, რომ პატრონს ვეღარ დაუბრუნა.

    2013 წელს, CNN-თან ინტერვიუში ლაგერფილდმა განაცხადა: “სამწუხაროდ, ჯერ არ არის მიღებული ადამიანებისა და ცხოველების ქორწინება. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კატა ასე შემიყვარდებოდა…”

    შუპეტს საკუთარი კოლექციაც კი ჰქონდა, რომელსაც “შეყვარებული შუპეტი” ერქვა (Choupette in Love”). მისი თვალები კი “შანელის” ოტ კუტიურის კოლექციის ინსპირაციაც კი გახდა.

    რამდენიმე წლის წინ ლაგერფილდმა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის კატას ორი მოსამსახურე და მძღოლი ჰყავდა. საჭმელს კი Goyard-ის ჭურჭლიდან მიირთმევდა (Goyard-ი პარიზული კომპანიაა, რომელიც ძვირადღირებულ პროდუქციას აწარმოებს და უფრო მეტად, ცნობილია ტყავის ჩანთებით). სხვათა შორის, შუპეტი თავის პატრონთან ერთად, მაგიდასთან მისთვის სპეციალურად მომზადებულ საჭმელს მიირთმევდა.

    2014 წელს გამოვიდა წიგნი: “შუპეტი – მფრინავი კატის პირადი ცხოვრება”. The Mail Online-ის ინფორმაციით, ამ წიგნის წყალობით შუპეტი თავის მოვლის იაპონური ბრენდის Shu Uemura-სა და მანქანების გერმანული ბრენდის Vauxhall-ის სარეკლამო კამპანიებისთვის გადაიღეს. ამან შუპეტს 1 მილიონი დოლარი მოუტანა.

    ფისოს გაუმართლა 🙂 ჯერჯერობით არავინ იცის ვინ იქნება ის იღბლიანი, რომელიც შუპეტზე იზრუნებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი