ცოტა რამ მაიკლ კორსის უახლესი კოლექციის შესახებ

    Vogue-მა მაიკლ კორსის ახალი კოლექციის Resort (2020) მიმოხილვა გამოაქვეყნა. თვალს რომ შეავლებთ მიხვდებით, რომ ეს სულაც არ არის უბრალოდ დასვენების თემაზე შექმნილი გამოსასვლელი ტანსაცმელი. “როდესაც პალმ ბიჩზე ქალებს აცვიათ შავი, ხვდები, რომ დრო შეიცვალა” – განაცხადა დიზაინერმა.

    ურბანული სტილის ტანსაცმელი “მრავალშრიანი” ისტორიით არის წარმოდგენილი. კორსმა ერთგვარი მიქსი გააკეთა – ნაზ, ფემინურ სილუეტებს შედარებით მკვეთრი და უხეში შტრხები შეურია და პირიქით, მამაკაცური სტილი ნაზი დეტალებით დააბალანსა. დიდი ზომის ტანსაცმელი, ფართო მხრები, კოპლები და ქამრები 40-იანი წლების მოდისა და 70-იანი წლების დისკო სტილის ერთგვარ ნაზავს მოგაგონებთ.

    მათ კი, ვინც დასასვენებლად წასვლის წინ ყოველთვის შოპინგობს დიზაინერმა აჩვენა, რომ ტანსაცმელი თავისუფალი მკლავითა და კოპლებით ძალიან უხდება აუზს და დასვენებას.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი