„D ვიტამინი ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ“

    D ვიტამინი საუკუნეზე მეტია რაც იპყრობს მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების ყურადღებას. თუმცა, ბოლო პერიოდში მასზე, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორზე, უფრო აქტიურად საუბრობენ. თუ რა გავლენა აქვს D ვიტამინს იმუნურ სისტემაზე და როგორია თანამედროვე რეკომენდაციები, ამ საკითხზე გვესაუბრება ბ-ნი კახა ვაჭარაძე –  პროფესორი, პულმონოლოგი, თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი.

    ბ-ნი კახა:დიახ, დღეისათვისთამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ D ვიტამინი ნამდვილად უძლიერესი იმუნომოდულატორია. D ვიტამინი მოქმედებს იმუნური სისტემის ყველა რგოლზე, როგორც თანდაყოლილ, ასევე შეძენილ იმუნურ პასუხზე. D ვიტამინი ასტიმულირებს ორგანიზმში ე.წ „ბუნებრივი ანტიბიოტიკების“ – კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას და ავლენს ანტიმიკრობულდა ანტივირუსულ მოქმედებას, ამცირებს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის რისკს. სწორედ ამიტომ,D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში მაღალია სეზონური, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით, ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, ტუბერკულოზით, პნევმონიით, ასთმით და სხვა ქრონიკული, მწვავე თუ სეზონური ინფექციებით ავადობის რისკი. საინტერესოა ის, რომ ინფექციის მიმდინარეობისას,  D ვიტამინის დამატება აძლიერებს აუტოფაგიურ პროცესს , რაც განაპირობებს  ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ზრდას უჯრედშიდა პათოგენის (ვირუსების, ბაქტერიების) მიმართ და ასტიმულირებს მათ გამოდევნას. მაგალითად, D ვიტამინის ღრმა დეფიციტის მქონე პირებში D ვიტამინის დამატება 70%-ით ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით ავადობას; იმ პაციენტებში კი, რომლებსაც აქვთ D ვიტამინის არასაკმარისი დონე, D ვიტამინის დამატებარესპირატორულინფექციებს 25%-ით ამცირებს. მოკლედ რომ აღვწეროთ D ვიტამინის იმუნომოდულატორული როლი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ,D ვიტამინი ჩართულია იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების დონის რეგულირებასა და აქტივობაში, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან, ხოლო მეორეს მხრივ, ამცირებს იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობას და ხელს უწყობს მარეგულირებელი T უჯრედების (Treg) რაოდენობრივ ზრდას.

    ბ-ნო კახა, სეზონური ვირუსული ინფექციების აქტიური სეზონია, უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, როგორ მოქმედებს D ვიტამინი ვირუსული ინფექციების დროს?

    ბ-ნი კახა: რესპირატორული ვირუსული ინფექციები თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა. ცხადია, რესპირატორული ინფექციის გამომწვევი ვირუსები მთავარ ზიანს სწორედ სასუნთქ გზებს აყენებენ და იწვევენ ე.წ „ციტოკინურ შტორმს“, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ადამიანს. კვლევებით დადასტურებულია, რომ D ვიტამინი ზრდის რესპირატორული სისტემის იმუნო-ბიოლოგიურ აქტივობას და მონაწილეობს  ციტოკინების დონის რეგულირებაში, ახდენს პრო-ანთებითი ციტოკინების დონის კორექციას, რაც მეტად მნიშვნელოვანია „ციტოკინურ შტორმის“ დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ D ვიტამინის დეფიციტის ფონზე მატულობს ვირუსის სპაიკ ცილების აქტივობა, რითიც ის იჭრება მასპინძელი ორგანიზმის-ადამიანის უჯრედებში და იწვევს ინფექციის მწვავე მიმდინარეობას. სხვადასხვა კვლევებში ნანახია, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში, რესპირატორული ვირუსული ინფექციებისას, მაღალია სუნთქვის უკმარისობის, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის და ლეტალური შედეგების სიხშირე. სწორედ ამიტომ, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციების როგორც რისკის შესამცირებლად, ასევე ავადობის გართულებების თავიდან არიდების მიზნით, სამედიცინო საზოგადოება რეკომენდაციას უწევს D ვიტამინის დანამატების გამოყენებას.

    ბ-ნო კახა, როგორ უნდა ვიზრუნოთ D ვიტამინის დეფიციტის პრევენციაზე?

    ბ-ნი კახა: ხშირი ავადობა, ქრონიკული დაავადებები, დროის უმეტესი ნაწილის დახურუ სივრცეებში გატარება, სტრესი, არაბალანსირებული კვება და მზის ჭარბი ინსოლაციის მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო აღრმავებს D ვიტამინის დეფიციტის მაჩვენებელს. სწორედ ამიტომ, პაციენტებს ყოველთვის ვურჩევთ D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და თერაპიის მიზნით მიიღონ D ვიტამინის შემცველი დანამატები.

    თუმცა, როდესაც საქმე ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ეხება, დიდი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია, რომ D ვიტამინი მივიღოთ სუფთა სახით, ისეთი დანამატების გარეშე,როგორიც არის გლუტენი, კონსერვანტი, საღებაბი და სხვა;  რადგან D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად, ხოლო აღნიშნული დანამატების არსებობა ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. ასევე აუცილებელია, რომ D ვიტამინი შეესაბამებოდეს WHO/RDA/EFSA-ს მიერ რეკომენდებულ დოზებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ჰიპერ ან ჰიპო დოზირება. დღეისათვის D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში 400-800 სე, ხოლო მოზრდილთა ასაკში 800-დან 2000 სე არის მოწოდებული. სამკურნალო დოზები განისაზღვრება ინდივიდუალურად. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ვირჩევ ცნობილ ევროპულ, სუფთა სახის D ვიტამინის შემცველ ბრენდს „ვიტაფეროლს“, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს და გვაძლევს საშუალებას ეფექტურად, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მოვახდინოთ როგორც D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა, ასევე გამოვიყენოთ კომპლექსურ თერაპიაში.„ვიტაფეროლი“ საქართველოში წარმოდგენილია ორი ფორმით. „ვიტაფეროლი“ ემულსია სერტიფიცირებული დოზატორით, რაც განაპირობებს ზუსტ დოზირებას ბავშვებში და „ვიტაფეროლის მეგა D 3“ კაფსულების სახით, ძალიან კომფორტული ფორმა, 12 წლიდან. ვიტაფეროლის მიღების ფონზე ორგანიზმში სწრაფად აღდგება D ვიტამინის ბალანსს ორგანიზმში და მიღებული შედეგი ხანგრძლივად ნარჩუნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიცავს მავნე დანამატებს, აქვს მაღალი თერაპიული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების პროფილი, შესაბამისად საპროფილაქტიკოდ მისი მიღება, არ საჭიროებს დამატებით კვლევებს; რეკომენდებულია და უსაფრთხოა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებშიც.

    ცივ სეზონზე, როდესაც მაღალია სეზონური ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის რისკი, იმუნური სისტემისა და ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღისთვის, რეკომენდაციას ვუწევ “ვიტაფეროლის“ საპრევენციო მიზნით მიღებას ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი