პრობლემები, რომლებიც საჭირო ნივთიერებების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს

    ზამთრის სეზონიდან გაზაფხულის სეზონზე გადასვლა რიგ ცვლილებებთანა არის დაკავშრიებული. არასრულფასოვანი რაციონი და ვიტამინების დეფიციტი, ასევე ამინდის ხშირი ცვალებადობა ხშირად უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. გარდამავალ პერიოდში ხშირია კანის სიმშრალე, თმის ცვენა, გაღიზიანება… თუმცა, ამ პროცესის მართვა შესაძლებელია. საჭირო რეკომენდაციებისთვის ჩვენ ენდოკრინოლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-ენდოკრინოლოგს, ნინო ლომთაძეს მივმართეთ:

    რა გავლენას ახდენს სეზონის ცვლილება ორგანიზმზე და როგორ უნდა მივხვდეთ რომ ორგანიზმს დახმარება სჭირდება?

    გაზაფხულის სეზონზე გადასვლა ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია. ზამთრის პერიოდში საკვებ რაციონში ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისი შემცველობა უარყოფითად აისახება იმუნურ სისტემაზე. გაზაფხულის დასაწყისში საკვები პროდუქტები ჯერ ისევ ღარიბია ვიტამინებისა და მინერალებისაგან, შესაბამისად, ზამთრის შემდგომ, გაზაფხულის პირზე, სასურველია ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით დავეხმაროთ. ჩვენს ორგანიზმში რომელიმე ვიტამინის ან მინერალის ნაკლებობა აუცილებლად გამოვლინდება სხვადასხვა სახის სიმპტომით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი ამას უყურადღებოდ ტოვებს, რაც თავისთავად არასწორია. გართულებების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია თავიდანვე მივიღოთ პრევენციული ზომები. სეზონის ცვლილების დროს ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: კანის სიმშრალე (რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს Е ვიტამინის დეფიციტთან), გაძლიერებული თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევადობა (რაც შესაძლოა მიანიშნებდეს კალციუმის, თუთიის, რკინის, В ჯგუფის ვიტამინებისა და D ვიტამინის დეფიციტზე), უძილობა, მარტივად გაღიზიანება (მეტყველებს მაგნიუმის და კალიუმის დეფიციტზე), „ბატის კანი“ იდაყვებზე (მიგვანიშნებს A და ჩ ვიტამინის ნაკლებობაზე). ასევე ჩ ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს ისეთი კლინიკური გამოვლინება როგორიცაა ღრძილებიდან სისხლდენა, უჩვეულო სისუსტე, სახსრების ტკივილი.

    ძირითადად რომელი ნივთიერებების დეფიციტის განვითარების რისკი იზრდება წლის
    ამ პერიოდში?

    ამ დროს ხშირად ვითარდება ავიტამინოზი, რაც სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული:

    • აღნიშნულ სეზონზე საკვებ რაციონში ვიტამინების დაბალი
      შემცველობით;
    • წლის ამ პერიოდში ადამიანთა უმრავლესობის ბრძოლით ზამთრისგანმავლობაში დაგროვილ ზედმეტ კილოგრამებთან, რაც თავის მხრივ, გამოიხატებათვითნებური მონოდიეტებით.

    აღნიშნულ მიზეზებს კი მივყავართ ისეთი ვიტამინების დეფიციტისკენ როგორებიცაა:

    D ვიტამინი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ძვლების შენებასა და მათ ჯანსაღ ჩამოყალიბებაში, მონაწილეობს მინერალურ ცვლაში. ასევე პასუხისმგებელია კბილების, თმის, ფრჩხილების ნორმალურ სტრუქტურაზე;
    B ჯგუფის ვიტამინები, რომელთაც მნიშველოვანი როლი მიუძღვით უჯრედის
    მეტაბოლიზმის პროცესებში, მონაწილეობენ რკინის სინთეზში, ხელს უწყობენ ცილების,
    ცხიმებისა და ნახშირწყლების ენერგიად გარდაქმნას, აუმჯობესებენ ნერვული და გულ-
    სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობას;
    C ვიტამინი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის, ვინაიდან ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, მთავარ როლს ასრულებს კოლაგენის ჩამოყალიბებაში (რომელიც თავის მხრივ, აუცილებელია ღრძილების, ძვლების, კბილების ზრდისა და აღდგენისათვის). ასევე აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, ეხმარება ორგანიზმს რკინის ათვისებაში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და თრომბის წარმოქმნის რისკს. მაღალია E ვიტამინის დეფიციტის განვითარების რისკიც, რომელიც მნიშვნელოვანია კუნთოვანი სისტემის ქმედითუნარიანობისთვის, მონაწილეობას იღებს სასქესო ჰორმონების სინთეზში, აფართოებს სისხლძარღვებს. მნიშვნელოვანი ვიტამინია ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისათვის და უჯრედების დაბერების პროცესების შენელებისთვის.
    ზემოაღნიშნული ვიტამინების ჩამონათვალს შეგვიძლია დავამატოთ P და K ვიტამინების დეფიციტიც, რომელებთანაც ასოცირდება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა კაპილარების კედლების მდგრადობის გაზრდა, სისხლდენის საწინააღმდეგო მოქმედება, ძვლის ქსოვილის რეგენერაცია.
    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიტამინების დეფიციტი უამრავ პრობლემას წარმოშობს განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებში.

    ბოლო დროს ძალიან აქტუალურია D ვიტამინის დეფიციტი, რა გავლენას ახდენს მისი დეფიციტი ჩვენს ჯანმრთელობაზე?

    D ვიტამინის დეფიციტი საქართველოშიც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. პაციენტების უმეტესობას ლაბორატორიულად დადასტურებული D ვიტამინის
    არადამაკმაყოფილებელი დონე აღენიშნება, რაც ხანგრძლივ და დაკვირვებულ თერაპიას

    საჭიროებს. ყოველთვის ვცდილობ, რომ პაციენტის მართვა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოვახდინო და მოხარული ვარ, რომ საქართველოში, როგორც საექიმო საზოგადოებას ისე ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ სამკურნალო და საპრევენციო საშუალებად აირჩიონ ევროპული, უსაფრთხო, ინოვაციური, სუფთა სახის D ვიტამინის შემცველი ბრენდი „ვიტაფეროლი.“ იგი აკმაყოფილებს ჯმო-სა და FDA-ის მოთხოვნებს და შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული დოზირების განსაზღვრა მისი შემადგენლობისა (1 დოზა = 400 სე D3) და ძალიან მოსახერხებელი სერტიფიცირებული დოზატორის საშუალებით. როგორც ენდოკრინოლოგისთვის, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „ვიტაფეროლი“ არ შეიცავს შაქარს, სპირტს, გლუტენს და სხვა დანამატებს, შესაბამისად აქვს თერაპიული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების საუკეთესო პროფილი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი