ცხელი შოკოლადი – მარტივად, სწრაფად, გემრიელად

    რა უნდა იყოს ცივ ზამთარში ცხელ შოკოლადზე უკეთესი… მით უმეტეს, თუ ეს შოკოლადი მთელი სულითა და გულით, თქვენივე ხელითაა მომზადებული.

    ცხელი შოკოლადი სასმელია, თუმცა ამავდროულად გემრიელი დესერტიც. მთავარია, სწორად დავიცვათ ბალანსი, რომ იყოს ტკბილიც და სასიამოვნოდ მწარეც.

    ცხელი შოკოლადი მდიდარია ინგერდიენტებითაც და გემოვნური თვისებებითაც. მასში გაერთიანებულია რძე, კაკაოს პუდრი და შავი შოკოლადი. მათი კომბინაცია ქმნის ნაზ, ფაფუკ და სასიამოვნო კონსისტენციას. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რამდენიმე ინგრედიენტი:

    • ერთი ფილა შავი (70-80 %) შოკოლადი ( წვრილად დაჭრილი)
    • ორი ს/კ კაკაო
    • ორი ს/კ ყავისფერი შაქარი
    • 4 ჭიქა რძე
    • 1 ჩ/კ ვანილი
    • 1 მწიკვი მარილი
    • კრემი გასაფორმებლად
    1. წვრილად დაჭრილი შოკოლადი, შაქარი და კაკაო მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.

    1. დაუმატეთ რძე და აურიეთ.

    1. ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ ერთიანი მასა არ გახდება.

    1. დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და მარილი.

    1. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქაში და სურვილის შემთხვევაში გააფორმეთ კრემით და ტკბილეულით.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი