ენდოკრინოლოგიური პათოლოგიების გამწვავების ხშირი მიზეზი D ვიტამინის დეფიციტია

    ექიმთან მისული პაციენტების 70-80%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნება.

    ვიტამინი D ვიტამინებს შორის გამორჩეულია, რადგან ის თავისი ბიოლოგიური როლითა და ქიმიური შენებითაც  ჰორმონია, ამავე დროს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებაა, რომლის გარეშეც, წარმოუდგენელი იქნებოდა ძირითადი ფიზიოლოგიური პროცესების ნორმალური მიმდინარეობა. 

    განსაკუთრებული აქცენტი უნდა დავსვათ  დე ვიტამინზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტზე იმუნური სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ძვლის ჯანმრთელობისა და კალციუმის  ნორმალური დონის შენარჩუნების პასუხისმგებლობით.  თუმცა, ამავე დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ დე ვიტამინის გარშემო საჯარო სივრცეში კონცენტრირებული ინტერესი, სწორად გადმოვიტანოთ კლინიკურ ჭრილში. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს მედიცინის დოქტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი, ნინო დოლიძე.

    • ქ-ნო ნინო, რა გავლენა აქვს D ვიტამინის დეფიციტს  კონკრეტულად ენდოკრინული პათოლოგიების დროს?

    დე ვიტამინის როლის გამოკვეთა და მისი სამეცნიერო შესწავლის ინტერესი პირდაპირ უკავშირდება ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობას. ძვალი ძალიან დინამიური, მუდმივად განახლებადი ორგანოა, სადაც, ერთმანეთს ცვლის ძვლის დაშლისა და აღდგენის პროცესი, რომლის დისონანსის შედეგია ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი. დე ვიტამინი, ერთ-ერთი მთავარი მოცირკულირე ნივთიერებაა, რომელიც განსაზღვრავს ძვლის დაშლის  (რეზორბციის) დამუხრუჭებას და აღდგენის ხელშეწყობას.  მისი დეფიციტი გულისხმობს კალციუმის ნაწლავიდან შეწოვის შეფერხებას, არასათანადო გადანაწილებას და დაქვეითებულ ძვალწარმოქმნას. მოგეხსენებათ, რომ ძვალი პირველი 20 წლის განმავლობაში იზრდება და კონსოლიდირდება, ხოლო 35 წლის ასაკიდან იწყება მისი სიმკვრივის თანმიმდევრული დაქვეითება. დე ვიტამინი დიდ როლს თამაშობს სიცოცხლის პირველი 35 წლის მანძილზე  ძვლოვანი ქსოვილის, სიმაღლეში ზრდისა და შიდა არქიტექტონიკის ჩამოყალიბებისთვის. ამ ასაკისთვის, ძვლები არის  ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი „კარკასი“ და მინერალების (კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი) საცავი. ამ საცავის როგორც უშუალო ავტორი, ასევე „მცველი“ დე ვიტამინი მაქსიმალურად ინარჩუნებს მინერალების კონცენტრაციასა და უფრთხილდება ძვლის შიდა სიმკვრივეს გამოფიტვისა და დაზიანებისგან.  არ შეიძლება, აქვე არ დავადასტუროთ დე ვიტამინის როლი აუტოიუმუნური მდგომარეობებისა და იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქციის დროს. 

    და ბოლოს, დე ვიტამინის დეფიციტი, შეიძლება ხატოვნად შევადაროთ „მეტაბოლურ ზამთარს“, როცა ყველა ფიზიოლოგიური პროცესი, მათ შორის ნივთიერებათა ცვლა ნელა და უფრო მდორედ მიდის, ვიდრე მისთვის კანონზომიერია. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ორგანიზმი ენერგიის დაზოგვის რეჟიმით მოქმედებს, რასაც თან ახლავს წონის მატება, ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ლიპიდური ცვლის დარღვევა, არტერიული წნევის ციფრების მატება.

    ვიტამინი D3-ის რეცეპტორები წარმოდგენილია ისეთ ენდოკრინულ ქსოვილებში, როგორიცაა  პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვალი და ჰიპოფიზი, ვიტამინი D3-ს გააჩნია მარეგულირებელი ეფექტი სხვადასხვა ჰორმონზე, მათ შორის ინსულინზე, პარათირეოიდულ ჰორმონზე და რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) კომპონენტზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, D ვიტამინის ნორმალური ბალანსი უმნიშვნელოვანესია ენდოკრინული პათოლოგიების დროს. 

    • ქ-ნინო, როგორია თქვენი პრაქტიკული გამოცდილება ენდოკრინოლოგიური დარღვევის მქონე პაციენტებში D ვიტამინთან მიმართებაში და  რა რისკ-ფაქტორები უნდა იქნას გათვალისწინებული დამატებით?  

    რადგან ერთი მხრივ, ენდოკრინოპათიები  D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევია, მეორე მხრივ, თვით D ვიტამინის დეფიციტი განაპირობებს ამ პათოლოგიების გაღრმავებასა და რთულად მიმდინარეობას, გასაკვირი არცაა, რომ  კონსულტაციაზე მოსულ პირველადი პაციენტების 70-80%-ს D ვიტამინის დეფიციტი აღენიშნება.  გარდა ენდოკრინული დარღვევებისა, განსაკუთრებული რისკ-ფაქტორები, რაც დამატებით უნდა იქნას გათვალისწინებული, გახლავთ მზის სხივებით არასაკმარისი ინსოლაცია, 60 წელზე მეტი ასაკი (როცა კანი, კარგავს დე ვიტამინის წარმოქმნის უნარს ასაკის მატებასთან ერთად) , სიმსუქნე, არაბალანსირებული კვება, კუჭ-ნაწლავის შეწოვითი (მალაბსორბცია) და ანთებითი დაავადებები და  კანის მუქი შეფერილობა,  თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული პათოლოგიები (რაც D ვიტამინის მეტაბოლიზმის დარღვევას განაპირობებს).  

    რისკ-ფაქტორები აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული D ვიტამინის დანამატების სწორად შერჩევისა და სრულფასოვანი თერაპიული ეფექტის მისაღწევად.

    რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ლაბორატორიული ტესტირება და სისხლის შრატში  25-ჰიდროქსივიტამინ D [25(OH)D] დონის განსაზღვრა მკურნალობის შედეგების კონტროლისა და შემდგომი სკრინინგისთვის პაციენტთა იმ კონტინგენტში, სადაც კლინიკურ ჭრილში ველოდებით დე ვიტამინის დეფიციტს და მისი აღმოფხვრა კონკრეტული კლინიკური სარგებელის მომცემია.

    • ქ-ნო ნინო, D ვიტამინის დანამატების შერჩევისას რა უნდა იყოს გათვალისწინებული და როგორია თქვენი რეკომენდაცია?

    ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში  ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინის შემცველი დანამატის სწორად შერჩევა.  განსაკუთრებით უნდა გავითვალისწინოთ, თუ რამდენად შეთვისებადი ფორმაა, რადგან ტაბლეტის შემავსებლები, – საღებავი, ზეთოვანი და ცხიმის კომპონენტი დე ვიტამინის პრეპარატში, შესაძლოა აძლიერებდეს, ან პირიქით აფერხებდეს D ვიტამინის შეწოვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია თვითონ დანამატის მწარმოებელი კომპანიის რეპუტაცია და უსაფრთხოების სტანდარტით დაწესებული ხარისხის ერთგულება . აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, წლებია, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ფიგურირებს ევროპული ბრენდი „ვიტაფეროლი“. მასზე არჩევანის შეჩერება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა. „ვიტაფეროლი“ არის სუფთა სახის D ვიტამინი მავნე დანამატებისა და ალერგენების გარეშე, არ არის კომბინაციაში სხვა მინერალებთან, რაც მის შეთვისებას არ უშლის ხელს. მისი ხანგრძლივი მიღების ფონზეც არ იზრდება გვერდითი მოვლენებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.  არ შეიცავს შაქარს, რაც მნიშვნელოვანია დიაბეტისა და მეტაბოლური პრობლემების დროს. აქვს მაღალი ბიოშეთვისება. „ვიტაფეროლი“ ემულსიფიცირებული ფორმაა, რომელიც ოპტიმალურად აითვისება იმ პაციენტებშიც კი, ვისაც კუჭ-ნაწლავის ან სხვა ქრონიკული დაავადებები აქვთ. და ბოლოს, „ვიტაფეროლი“ ევროპული, მაღალი ხარისხის, სანდო მწარმოებლის მიერ მოწოდებული ბრენდია და ის სამკურნალო თუ დეფიციტის შემავსებელი ეფექტი აქვს, რასაც მე და ჩემი კოლეგები მისგან ველით მკურნალობის პროცესში.  

    • ქ-ნო ნინო, ზოგადად, რა ხანგრძლივობით და დოზით უნდა  მივიღოთ D ვიტამინი, რას გვირჩევთ?

    D ვიტამინის საპროფილაქტიკო (მცირე) დოზით მიღება, ზოგადად, თითქმის მთელი წლის მანძილზე სჭირდება ყველას, თუმცა, განსაკუთრებით იმ სეზონზე, როდესაც დეფიციტი მოიცავს ევროპული პოპულაციის, თითქმის ყველა გეოგრაფიული სარტყელის ინდივიდს და ფარავს ოქტომბრიდან-აპრილამდე მონაკვეთს. რუტინული მიღება აქტუალურია ბავშვებისთვის (დოზირების ბავშვთა ენდოკრინოლოგთან ან პედიატრთან შეთანხმებით), ხანდაზმულებისთვის, პრე-პოსტ მენოპაუზალურ ასაკში მყოფი ქალბატონებისთვის, კომპრომეტირებული ძვალ-სახსროვანი სისტემის, ენდოკრინოლოგიური და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ადამიანებისთვის, ვინც დღისით მუშაობს და დროის უმეტეს ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებს. 

     რაც შეეხება დოზებსა და რეკომენდაციებს, საპრევენციო, თუ სამკურნალო დოზები ერთმანეთისგან განსხვავებულია, დამოკიდებულია რისკ-ფაქტორების არსებობაზე, კუწ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონირებაზე თუ სხვა. ძალიან მოსახერხებელია, რომ ბრენდი „ვიტაფეროლი“ წარმოდგენილია წვეთებისა და კაფსულების სახით, რაც გვაძლევს საშუალებას, ეს დანამატი ზუსტად შევურჩიოთ პაციენტს მისი ასაკისა და ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. მაგალითად, „ვიტაფეროლი ემულსიას“ 1 წვეთი შეიცავს 400 სე D ვიტამინს, ანუ ეს ფორმა წარმოადგენს უსაფრთხო, რეკომენდებულ, საპროფილაქტიკო დოზას 0 თვიდან ნებისმიერი ასაკისთვის. მისი სერტიფიცირებული დოზატორი გვაძლევს დოზის ინდივიდუალური, ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობას. „ვიტაფეროლი მეგა D3” კი რეკომენდებულია 12 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. მნიშვნელოვანია, რომ „ვიტაფეროლი მეგა D3“ გახლავთ განსხვავებული, ახალი თაობის გასტრორეზისტენტული რბილი კაფსულები, რომელიც D ვიტამინის 2000 სე-ს შეიცავს. კაფსულები უსაფრთხოა დიაბეტისა და სხვა ქრონიკული პრობლემების შემთხვევაში, სხვა მედიკამენტებთან მიმართებაში, კუჭ-ნაწლავის ჩივილებისას, არ წარმოადგენს დამატებითი გაღიზიანებისა და დისკომფორტის წინაპირობას.

    D ვიტამინის ადექვატური ბალანსის შესანარჩუნებლად არ არსებობს წესი „ ერთი დოზა ერგება ყველას“.  კონკრეტული სამკურნალო დოზირება და პერიოდული ლაბორატორიული კონტროლი ექიმის მითითებით და ჩართულობით უნდა ხდებოდეს. ამასთან, აუცილებელია პაციენტთა ინფორმირებულობა D ვიტამინის ნაკლებობის პრევენციაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისა და ბალანსირებული კვების მნიშვნელობაზე, რაც შეამცირებს დე ვიტამინის დეფიციტის მაჩვენებელს და დაიცავს ადამიანებს სხვადასხვა პათოლოგიებისა და დაავადებების განვითარებისაგან.  

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი