ქართული ბრენდის, DALOOD-ის სამოსი ამჯერად ქენდალ ჯენერმა მოირგო!

    გუშინ, ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში Tiffany & Co-ს ღონისძიება (ფოტოგამოფენა) Modern Love Photography Exhibition გაიმართა. 23 წლის მოდელი და რეალითი შოუს ვარსკვლავი, ქენდალ ჯენერი, გამოფენაზე ქართული ბრენდის, DALOOD-ის ულამაზესი შავი შარვლითა და ზედით მივიდა. მას ხელებზე ტყავის ხელთათმანები ეკეთა. თმა უკან ჰქონდა გადაწეული, ხოლო მაკიაჟი ნარინჯისფერ ტონებში ჰქონდა გაკეთებული. მისი გამორჩეული ლუქის შესახებ უკვე არაერთმა უცხოურმა ინტერნეტ გამოცემამ დაწერა.

    DALOOD მაკა კვიციანის მაღაზიაა, რომელიც ზ. ფალიაშვილის 13 ნომერში მდებარეობს. მაღაზიაში არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ ავეჯისა და აქსესუარების შეძენაც არის შესაძლებელი.

    შეგახსენებთ, რომ DALOOD-ის კაბა რამდენიმე დღის წინ იორდანიის დედოფალმა, რანია ალ-აბდულამაც მოირგო. 

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი