დაშორების შემდეგ ბენ სიმონსმა პირველად დაალაიქა ქენდალის ფოტო

    კენდალ ჯენერი და ბენ საიმონსი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ერთმანეთთან კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. ცოტა ხნის წინ, კენდალმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც აბრეშუმის მწვანე პერანგითა და ცისფერი შორტებით. ბენმა ფოტო მალევე დაულაიქა. როგორც ირკვევა, ფოტოში ვარსკვლავს დიზაინერ თაკო მექვაბიძის ზედა აცვია

    ქენდალი და ბენი ერთმანეთს 1 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. ორივეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ და დაშორების მიზეზიც სავარაუდოდ ეს გახდა. მოდელი ყოველთვის მალავდა პირად ცხოვრებას და ამბობდა, რომ სანამ ნამდვილ სიყვარულს არ იპოვიდა ურთიერთობას არ გაასაჯაროვებდა. საბოლოოდ სიყვარული იპოვა, მაგრამ მათმა რომანმა ერთ წელზე მეტხანს ვერ გასტანა. თუმცა ვინ იცი, იქნებ ეს დაშორება დროებითია…

    წყვილი ერთმანეთს 2019 წლის მაისში დაშორდა. ქენდალი საკმაოდ აქტიურად და მხიარულად ცხოვრობს. წვეულებებს არც ბენი აკლდება, თუმცა ჯერჯერობით ის სხვა გოგოსთან არ შეუნიშნავთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი