დები ჰადიდები და კაია ბერგერი მარკ ჯეიკობსის ქორწილში

    მარკ ჯეიკობსმა მეორე ნახევარზე იქორწინა. ცერემონია შაბათ საღამოს გაიმართა და მას მრავალი ცნობილი სახე ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ დები ჰადიდები და კაია ბერგერი. ჯიჯის და ბელას მარ ჯეიკობსის დიზაინით შექმნილი სამოსი ეცვათ 2019 წლის გაზაფხულის კოლექციიდან. შენობიდან გამოსვლისას პაპარაცებმა დები ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს.

    ამავე ღონისძიებაზე მეგობარ ბიჭთან ერთად გამოჩნდა ულამაზესი კაია ბერგერიც (ლეგენდარული სუპერმოდელის, სინდი კრიუფორდის ქალიშვილი). კაიაც და ჰადიდებიც შარვალსა და პიჯაკში იყვნენ გამოწყობილები.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი