დედოფალმა ელიზაბეტმა ჰარის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა!

    ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა.

    პრინცი ჰარი გუშინ სანდირგემის სასახლეში შეხვდა დედოფალ, პრინც ჩარლზს და პრინც უილიამს. შეხვედრას მეგანიც უნდა დასწრებოდა ვიდეო ზარის საშუალებით, თუმცა საბოლოოდ ეს ასე არ მოხდა.

    “დღეს ჩემს ოჯახის წევრებთან ძალიან კონსტრუქციული სეხვედრა მქონდა ჩემი შვილიშვილის და მისი ოჯახის მომავალთან დაკავშირებით.

    მე და ჩემი ოჯახი მხარს ვუჭერთ ჰარისა და მეგანის გადაწყვეტილებას, რომ ახალგაზრდა ოჯახმა დაიწყოს ახალი ცხოვრება. რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ ისინი სამეფო ოჯახის წევრებად დარჩნენ და ამის პარალელურად იმუშაონ. თუმცა, პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას, რომ იცხოვრონ დამოუკიდებლად.

    შევთანხმდით, რომ იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის დროსაც ჰარი და მეგანი იცხოვრებენ როგორც კანადაში, ისე ინგლისში. ამ საკითხის გადასაწყვეტად ბევრი რამის გაკეთება იქნება საჭირო. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოს დღეებში მივიღებთ” – ნათქვამია დედოფლის წერილში.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი