დეტოქს სასმელები – ჯანსაღი განტვირთვა ორგანიზმისთვის!

    ქართველები განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ნებისმიერ დღესასწაულს. უგემრიელესი ქართული კერძები, ბევრი ალკოჰოლი და ტკბილეული (რომელზეც უარის თქმა თითქმის შეუძლებელია), მძიმე დარტყმაა ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ფორმაში ჩადგომისთვის კარგი რჩევა მოგცეთ. დეტოქს დიეტები და სასმელები ბოლო პერიოდის ტრენდად იქცა. სხვა დიეტებისგან განსხვავებით, ისინი არ ფიტავენ ორგანიზმს, პირიქით, ამარაგებენ მას საჭირო ვიტამინებით და ათავისუფლებენ ტოქსინებისგან. ამ სასმელების მომზადება სახლის პირობებში, ძალიან მარტივად შეიძლება და თან გემოც მშვენიერი აქვთ.

    რა არის დეტოქს სასმელი? ის ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და ამავდროულად, წვავს ზედმეტ ცხიმს. შედეგი მათი მიღებიდან სულ მოკლე დროში დგება და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და განწყობაც უმჯობესდება.

    აქვე გთავაზობთ დეტოქს სასმელის რამდენიმე ვარიანტს, რომელთა მომზადება არც დროს და არც დიდ ენერგიას არ მოითხოვს:

    კიტრისა და გრეიფრუტის დეტოქს წყალი

    მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ რგოლებად დაჭრილი კიტრი, საშუალო ზომის გრეიფრუტი, დაჭრილი ლიმონი და პიტნის რამდენიმე ფოთოლი. დააქუცმაცეთ ინგრედიენტები და შედგით საყინულეში, ცოტა ხნით გააჩერეთ და შემდეგ დაასხით წყალი. თუ იგრძნობთ რომ სასმელმა გემო დაკარგა, შეგიძლიათ წყალი დაამატოთ. სასმელის მიღება რეკომენდებულია დღის განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდაში და წონის კლებაში.

    ვაშლისა და დარიჩინის დეტოქს წყალი

    ეს სასმელი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ამშვიდებს. დარიჩინის წყალობით კი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ერთლიტრიანი ჭურჭელი გაავსეთ წყლით, დაამატეთ დაჭრილი ვაშლი და დარიჩინი (ჯოხი ან ფხვნილი), გააჩერეთ ინგრედიენტები წყალში სულ მცირე ერთი საათით და შემდეგ მიირთვით. წყლის დამატება შესაძლებელია მაქსიმუმ ოტხჯერ.

    კიტრისა და ლიმნის დეტოქს წყალი

    ძალიან კარგია იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად და ორგანიზმის ტოქსინებისგან გასათავისუფლებლად. გამოიყენეთ რვა ჭიქა წყალი, დაჭრილი კიტრი, ლიმონი და პიტნის რამდენიმე ფოთოლი. მიღებული ნარევი გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამით.

    ჯინჯერისა და ლიმნის დეტოქს წყალი

    ჯინჯერს ბევერი სასარგებლო თვისება აქვს. ამასთან, ის იდეალური ტკივილგამაყუჩებელია. ამ სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ერთი ლიტრი წყალი, დაჭრილი ლიმონი, გახეხილი ჯინჯერი და ლიმნის წვენი. მისი მიღება რეკომენდებულია უზმოზე.

    ვაშლის ძმრის დეტოქს წყალი

    წვრილად დაჭრილი ვაშლის, ორი კოვზი ვაშლის ძმრის და  1 კოვზი ლიმნის წვენის შერევით მიიღებთ ვაშლის ძმრის დეტოქს წყალს. იმისათვის, რომ  სასმელი კარგად შეზავდეს, შეგიძლიათ ბლენდერის გამოყენებაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ვაშლის ნაჭრები დაამატეთ მხოლოდ დაბლენდერების შემდეგ. სასმელი კარგია წონაში დასაკლებად.

    აქვე შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება საჭირო ნივთიერებებით, რათა გქონდეთ ჯანსაღი თმა, მტკიცე ფრჩხილები და უნაკლო კანი. ეს კი “ვიადერმის” ჯადოსნურ კაფსულებს მიანდეთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი