დიზაინერები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

    არსებობენ დიზაინერები, რომლებმაც შექმნეს ისეთი განსაკუთრებული და განსახვავებული სამოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მსოფლიო მოდის სამყაროში, სრულიად შეცვალა წარმოდგენა სილმაზეზე და რაც მთავარია, გაუძლო დროს. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით:

    შანელის პიჯაკი

    გაბრიელ ”კოკო” შანელი, 1883 წელს 19 აგვისტოს საფრანგეთში დაიბადა. კოკომ დიზაინერული საქმიანობა ქუდების შექმნით დაიწყო. სტილის განსაკუთრებულმა შეგრძნებამ კი იგი მოდის ინდუსტრიაში XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს ფიგურად აქცია. მისი სტილი შთაგონებას მამაკაცის სამოსისაგან იღებდა. ამით დიზაინერმა იმ პერიოდის ქალი უფრო თავისუფალი გახადა. მან ქალის ჩაცმულობაში ისეთი დეტალები შემოიტანა როგორებიცაა: მეზღვაურთა ზოლიანი მაისურები, მოკლე ვარცხნილობა, შარვალი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შანელის პიჯაკი.

    შანელის პიჯაკები თავდაპირველად ბამბის ნაჭრით იქმნებოდა, რაც კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენდა, რადგან ის სხვა ნაჭრებთან შედარებით რთული დასამუშავებელი გახლდათ. პიჯაკთან ერთად დაბალწელიანი მიდი სიგრძის კაბა, მაისური და საშუალო ქუსლის ფეხსაცმელი გახდა შანელის იმდროინდელი გამორჩეული ტრენდი, რომელიც საფრანგეთის მაღალი საზოგადოების საყვარელ სტილად იქცა. მისი წარმატება გარკვეულწილად პრაქტიკულობამაც განაპირობა.

    კოკო შანელის კიდევ ერთი შედევრია ტვიდის ჟაკეტი, რომელიც დღეს შანელის მოდის სახლთან ასოცირდება. პირველად ის კოკომ 1923 წელს წარადგინა.

          

    ” New Look” ახალი სტილი კრისტიან დიორისაგან

    კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში დაიბადა. დიორის მოდის სახლი 1946 წელს დააარსა და საზოგადოებას საკუთარი სტილი პირველივე კოლექციით ”New Look” გააცნო. მისი სამოსი ძალიან განსხვავდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრებული ოთხკუთხა სტილისგან. მას გააჩინა ფორმა, რომელიც ხაზს უსვამდა ქალის სხეულის სილამაზეს. დიორი ცნობილი განსაკუთრებული სილეუტითა და ფორმებით გახდა. გარდა ამისა, ძალიან უყვარდა ყვავილები და ტანსაცმლის შექმნის დროს ეს იყო მისი ერთ-ერთი ინსპირაცია.

    კრისტიან დიორის ”New Look”-მა რევოლუცია მოახდინა საფრანეთში და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში იგი მოდის ცენტრად აქცია.

     

    ”Balloon dress” – ბუშტის კაბა კრისტობალ ბალენსიაგასაგან

    კრისტობალ ბალენსიაგა 1895 წლის 21 იანვარს ესპანეთში დაიბადა. მან დიზაინერული საქმიანობა 1919 წელს დაიწყო, როდესაც სან სებასტიანში პირველი ბუტიკი გახსნა. მისმა დიზაინმა სამეფო ოჯახის გული მალევე მოიგო, მაგრამ ესპანეთში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა იგი აიძულა, საქმიანობა პარიზში გაეგრძელებინა. ბალენსიაგამ მოდის სახლი 1937 წელს გახსნა და ძალიან მალე, კრისტობალ ბალენსიაგა მოდის მეფედ აღიარეს.

    ”ყველა ჩვენგანზე ძლიერი” – ასე ახასიათებდა კრისტობალს კრისტიან დიორი, ხოლო კოკო შანელი მასზე ამბობდა, რომ იგი ნამდვილი couturier იყო და მასთან შედარებით სხვები უბრალოდ დიზაინერები იყვნენ.

    მისმა განსაკუთრებულმა სამკერვალო ოსტატობამ და უნარმა, რომ ფურცელზე შექმნილი დიზაინები რეალობაში გადმოეტანა, იგი ლეგენდად აქცია. ბალენსიაგას განსაკუთრებულ გამოგონებებს შორის არის ”balloon dress” ანუ ბუშტის კაბა, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.

    Balloon coat/ბუშტის პალტო და ‘Baby Doll’ dress/თოჯინა კაბა – უბერ დე ჟივანში

    უბერ დე ჟივანში 1927 წლის 20 თებერვალს საფრანგეთში დაიბადა. თავდაპირველად, მან საკუთარი კარიერა სხვადასხვა დიზაინერებთან მუშოაბით დაიწყო, როგოებიც იყვენენ კრისტიან დიორი, ჯაკის ფატი, პიერ ბალმანი და სხვა. საკუთარი მოდის სახლი 1952 წელს გახსნა. იგი ბევრი ახალი სტილის ავტორია და მათ შორისაა Balloon coat- ბუშტის პალტო და ‘Baby Doll’ dress – თოჯინა კაბაა.

    დიზაინერის წარმატებას ხელი შეუწყო მისმა განსაკუთრებულმა მეგობრობამ ლეგენდარულ მსახიობ ოდრი ჰეპბერნთან. ოდრის მოთხოვნით ფილმებისათვის მის კოსტიუმებს ჟივანში ქმნიდა.

    ”Le smoking suit” – ივ სან ლორანი

    ივ სან ლორანი 1936 წლის 1 აგვისტოს ორანში, ალჟირიაში დაიბადა. ბავშვობაში მას ქაღალდის თოჯინების შექმნა უყვარდა, ხოლო თინეიჯერობის ასაკში დედას და დებს უკერავდა ტანსაცმელს. 17 წლის ივ სან ლორანი პარიზში გადავიდა საცხორვებლად და საფრანგეთის მოდის ფედერაციაში ჩაირიცხა, სადაც მისმა ნამუშევრებმა მოწონება მალევე დაიმსახურა.

    მის ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ გამოგონებებს შორის შედის „ლე სმოკინგ ტუქსედო“ ქალებისთვის, რომელიც პირველად 1966 წელს გამოიყენა კოლექციაში. ამ პერიოში, ქალთებისთვის არ იყო მიღებული შარვლის ჩაცმა, ამიტომ მისმა ახალმა ქმნილებამ კრიტიკაც კი დაიმსახურა, ზოგიერთ თავშეყრის ადგილას მიუღებელიც კი იყო ქალის მიერ შარვლის ტარება.

               

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    2 კომენტარები

      • გამარჯობა, 🙂 1895 წელია ყველა წყაროში, მათ შორის ვიკიპედიაში. 1991 წელს კი დაფუძნდა ბრენდი “ბალენსიაგა”. მადლობა გამოხმაურებისთვის <3

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი