“დოლჩე & გაბანას” Jungle კოლექცია და ქართველი მოდელები მილანში

    მილანის პოდიუმი ლეგენდარულმა წყვილმა ნამდვილ ჯუნგლებად გადააქცია. 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის დიზაინერების შთაგონების წყარო დედამიწის ფლორა და ფაუნა გახდა. კოლექციაში სრულ სიმწვანესთან ერთად, აქცენტი მათ ლეოპარდის პრინტიან სამოსსა და შავ ფერზე გააკეთეს. ამასთან, ჯუნგლებით შთაგონებულებმა ნამუშევრები პალმის ფოთლების, ტროპიკული მცენარეების, ანანასის, ქოქოსის, სხვადასხვა ცხოველებისა და ფრინველების პრინტებით დატვირთეს. “დოლჩე და გაბანას” 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ მილანის მოდის კვირეულის პოდიუმზე ორი ქართული სახე – თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი გამოჩნდა!

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი