“ძაღლის გასეირნების სტილი” ემილი რაჟატკოვსკისგან

    თუ თქვენც იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც მუქი ფერის ტანსაცმელზე უარს ვერ ამბობს, ემილი რაჟატკოვსკის უნდა მიბაძოთ – გააკეთეთ აქცენტი პრინტზე ან ფეხსაცმელებზე.

    როგორც არ უნდა ეცადოს, რომ ყურადღება არ მიიქციოს და ძაღლი მშვიდად გაასეირნოს, მას ეს არ გამოსდის.რამდენიმე დღის წინ მოდელი ხელახლა აღმოჩნდა ჯერ პაპარაცების ობიექტივში, შემდეგ კი მოდის მოყვარულების ყურადღების ცენტრში.

    შავი ტყავის ქურთუკსა და ასევე შავ “სქინი” შარვალს ემილიმ ზებრას პრინტის სვიტერი და წითელი ჩექმები შეუხამა (სხვათა შორის, ძაღლის საყელოც წითელი იყო). არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მან ვიქტორია ბექჰემის მსგავსად შარვალი ჩექმებზე ზემოდან გადმოიწია. ასე ფეხები უფრო გრძელი ჩანს და სტილიც განსხვავებულ იერს იძენს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი