ეკატერინე ფაცაცია ბავშვთა ასაკში ენდოკრინული სისტემის დაავადებებისა და მათი პრევენციის შესახებ

    ბოლო პერიოდში ხშირია ბავშვთა ასაკში ენდოკრინული დარღვევები და ამ დარღვევებით გამოწვეული დაავადებები. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ზედმეტი წონა, ზრდა-განვითარების შეფერხება უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის პავშვთა ენდოკრინოლოგი, ქალბატონი ეკატერინე ფაცაცია ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე გვესაუბრა.

    რამდენად გავრცელებულია საქართველოში ბავშვთა ასაკში ენდოკრინული სისტემის  სხვადასხვა დაავადებები და რომელი მათგანი გვხვდება ყველაზე ხშირად?

    ენდოკრინული დაავადებები გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციობის დარღვევით. ენდოკრინული დაავადებებიდან ყველაზე ხშირად გავრცელებულია ფარისებრი ჯირკვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური სისტემის დისფუნქცია. დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში იზრდება ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევევით გამოწვეული ავადმყოფობების რიცხვი. ზოგადად, ენდოკრინულ დაავადებებზე ეჭვის მიტანა შესაძლებებლია შემდეგი  ჩივილების არსებობით, მაგალითად: წონაში კლება ან მატება, გულისცემის აჩქარება, ციებ-ცხელება, სიმხურვალის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, აღზნებულობა, ფაღარათი, არტერიულ წნევის მომატებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი, კუნთოვანი ადინამია და მკვეთრად გამოხატული სისუსტე, ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება, წყურვილის მომატებული გრძნობა, გაძლიერებული შარდვა და სხვა.

    პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია მავნე ფაქტორების მოქმედების შემცირება, ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვა. საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა და მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს.

    არის თუ არა შესაძლებელი ბავშვთა ასაკში ენდოკრუნული სისტემის დაავადებათა პრევენცია?

    ცხოვრების ჯანსაღი წესი, ზომიერი, ბალანსირებული კვება და ფიზიკურ აქტივობა – ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორებია. გაჯეტების ეპოქაში, ბავშვები საჭიროზე ნაკლებს მოძრაობენ; ხშირად ვაწყდებით კვების პრობლემებს – ბავშვებს მოსწონთ არაჯანსაღი საკვები (სწრაფი კვება), გაზიანი სასმელები, ნაკლებად იღებენ ხილსა და ბოსტნეულს. თუ ბავშვი მიდრეკილია ჭარბწონიანობისაკენ, ან წონის დეფიციტისაკენ, სასურველია პროფილაქტიკური გამოკველევების ჩატარება ენდოკრინოლოგთან და წელიწადში ერთხელ მაინც საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევების გაკეთება.  ხშირად ვაწყდებით ბავშვებში ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მათი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი. როდესაც საკვები რაციონით ვერ ხდება ამ ნუტრიენტების ბალანსის აღდგენა, ბავშვის რაციონში ვრთავთ ე.წ საკვებ დანამატებს.

    როგორია თქვენი რეკომენდაციები საკვებ დანამატთან დაკავშირებით და რომელ ბრენდს უწევთ რეკომენდაციას?

    უკვე ნახსენები მიზეზებიდან გამომდინარე, როგორც ხედავთ, აუცილებელია ორგანიზმის ვიტამინებითა და საჭირო მიკროელემენტებით შევსება, რაც ერთგვარი პრევენციაა დაავადების  და გართულებების განვითარების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ბავშვთა ენდოკრინოლოგები, დიდ ყურადღებას ვუთმობთ ორგანიზმის შევსებას საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტებით. ჩვენს პრატქტიკაში, პაციენტებს და მათ მშობლებს,   ხშირად ვურჩევთ ჩეხური წარმოების  ბრენდის „მარსიანჩიკის“ სერიის  მედიკამენტებს, რომლებიც შემადგენლობით უსაფრთხოა, მათ შორის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც, რადგან არ შეიცავენ შაქარს, გლუტენს, ასპარტამს, ხელოვნურ კონსერვანეტსა და საღებავებს, გნმ პროდუქტებს.  ჩვენს პრაკტიკაში განსაკუთრებით აქტიურად ვიყებენთ „მარსიანჩიკი ომეგა 3“, რომლის შენადგენლობაშიც არის დიაბეტის გართულებების თავიდან ასაცილებელი საჭირო ნუტრიენტები, კერძოდ: თევზის ქონი უზრუნველყოფს თავის ტვინის უკეთეს ფუნქციობას და აუჯობესებს მხედველობას; ვიტამინ C  აუცილებელია ნერვული უჯრედების განვითარებისთვის; ვიტამინი A შეუცვლელია დიაბეტის შემთხვევაში მხედველობის გართულებების პრევენციისთვის და ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის; ამცირებს  ინფექციურ პროცესის  სიმწვავეს (წითელას და დიარეას მომდინარეობას), რასაც დიდი მნივნელობა აქვს დიაბეტის კომპენსირებისთვის; ვიტამინ D, რომლის დეფიციტიც დიაბეტის  განვითარების ერთ-ერთი ფაქტორია და შესაბამისად აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს დიაბეტის მართვის სქემაში.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი