ეკო ფანგანი VIADERM-ის შემოდგომის სახე გახდა!

    ტელევიზია, რადიო, პროექტები, ტრენინგები… ეს ეკო ფანგანის ყოველდღიური საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. მას მუდამ ფორმაში ყოფნა მოეთხოვება და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად არაჩვეულებრივად ახერხებს ამას. გარდა ზემოთ  ჩამოთვლილისა, კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც ის ძალიან კომპეტენტურია. ეკოს სილამაზის ექსპერტად ხშირად მოიხსენიებენ. ალბათ, სწორედ ამიტომ, ნუტიკოსმეტიკა „ვიადერმის“ შემოდგომის სახეც გახდა. ეკო ფანგანი Beauty Magazine-ს  თავის მოვლაზე, სილამაზეზე, ნუტრიკოსმეტიკაზე და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.

    ეკო, როგორი დღის რეჟიმი გაქვს და როგორ ახერხებ მუდამ ფორმაში ყოფნას?

    ვმუშაობ ტელევიზიაში და რადიოში, ასევე სასტუმრო „ამბასადორში“ მიმყავს გათამშებები. ეს სამი ძირითადი სამსახური მაქვს, მაგრამ ამასთან ერთად, ბევრ სხვადასვხა პროექტში ვარ ჩართული. ვთანამშრომლობ H&M-თან, ვარ ინფლუენსერი, ღონისძიებების წამყვანი. სიახლე არის ის, რომ ტრენინგებს ვატარებ პირდაპირ ეთერში მუშობის ჩემებურ ხრიკებზე, გათამაშებების წარმართვაზე.

    ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვივარჯიშო. ყველას ჰგონია, რომ სისტემატურად დავდივარ სპორტდარბაზში, არადა მხოლოდ 3 თვის წინ დავიწყე ვარჯიში. ამასთან, ორი თვეა სპორტის ჩემი საყვარელი სახეობითაც დავკავდი. ბავშვობიდან მხიბლავდა ცხენოსნობა და ახლა ავიხდინე ეს ოცნება. შევედი საცხენოსნო სპორტულ სკოლაში. მას შემდეგ, რაც იპოდრომი ლისის ტბაზე გადავიდა, ძალიან ადვილად მივდივარ. წელს ისე გამოვიდა, რომ მთელი ზაფხული აგარაკზე ვიყავი და იქიდან დავდიოდი. ისეთი მონდომებული ვარ, რომ სპეციალური სამოსიც კი ვიყიდე სტამბოლში. ამის პარალელურად, ტრენაჟორებზეც ვვარჯიშობ.

    რა არის შენთვის სილამაზე? ფიქრობ, რომ სილამაზეზე ზრუნვა ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება?

    სილამაზე კომპლექსურია და დამოკიდებულია ადამიანზე, მის ცხოვრებაზე. შედარებით მშვიდი ცხოვრება ვისაც აქვს, სტრესული სიტუაციების გარეშე, ის მეტად ზრუნავს გარეგნობაზე. ვისაც რთული და ემოციური ცხოვრება აქვს, სილამაზე მისთვის შეიძლება ასოცირდებოდეს სიმშვიდესთან, დასვენებასთან – როცა დამშვიდებული ხარ, ლამაზიც ხარ. ცხორების რიტმი, რეჟიმი და ხარისხი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნოაბზე. შეიძლება კარგი ნაკვთები გქონდეს, მაგრამ მუდმივმა სტრესმა და დაძაბულობამ მაინც უარყოფითად იმოქმედოს გარეგნობაზე. პირველ რიგში, სილამაზე არის გენეტიკა, თუმცა გარემოპირობები, ცხოვრების სტილი ან ეტაპები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე.

    მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა ვეცადოთ კარგად გამოვიყურებოდეთ, რადგა ქალებს შინაგანად გვაქვს ეს მოთხოვნილება. ამისთვის აუციელბელი არ არის დიდი თანხები. დაბალანსებული კვება, ცოტა საკვების შეზღუდვა, ღამით სახის დაბანა და წყლის სმა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს სილამაზეზე. სხვათა შორის, თუ სხვა საშუალება არ აქვს ქალს, შეუძლია სარეცხი საპნით დაიბანოს სახე, ძალიან კარგი ეფექტი აქვს, ანთებისა და გამონაყარის საწინააღმდეგოა.

    რჩევას მიცვემ ცხიმიანი კანის მქონე ქალებს. როდესაც კანი ცხიმიანია, ჰგონიათ ხოლმე, რომ წყალსაც შეიცვას. არადა, ხშირად, გაუწყლოება იწვევს კანის გაცხიმიანებას. კანი ითხოვს წყალს და თავისით იწყებს მომატებულად ცხიმის გამოყოფას. ვისაც ეს პრობლემა აქვს, ვურჩევ ხოლმე, რომ ჩაიტარონ ბიორევიტალიზაცია. შესაძლოა, მოუწესრიგდეთ ეს პრობლემა. სილამაზეზე ზრუნვა ნამდვილად იწყება ჯანმრთელობაზე ზრუნვით. წყლის სმა რომ ყველაფრისთვის კარგია, ეს ახალი არაა. წყალი ჩვენს ქვეყანაში ონკანიდან ისმევა, უფასოა და მისი დალევა მაინც ხო შეგვიძლია? ეს ხომ არანაირ თანხას არ მოითხოვს. დილა ერთი ჭიქა ნადგამი წყლით უდნა დავიწყოთ. 40 წუთის შემდეგ კი უნდა ვისაუზმოთ. ამ დროს იღვიძებს ორგანიზმი, სისხლი იწყებს მოძრაობას. წყლის სმასაც თავისი წესი აქვს. ჭამამდე და ჭამის შემდეგ 40 წუთი არ უნდა დავლიოთ. ასევე, ვეცადოთ რომ წყლის დალევა უმეტესად საღამოს 8 საათამდე მოვასწროთ.

    ახლახან გახდი „ვიადერმის“ შემოდგომის სახე. რატომ ნუტრიკოსმეტიკა? მოგვიყევი მის შესახებ.

    როდესაც ნუტრიკოსმეტიკაზე ვსაუბრობთ, ძალიან მიშვნელოვანია ხარისხი. სწორედ „ვიადერმი“ არის მაღალი ხარისხის საკვები დანამატი, რომელიც თამამად შეგვიძლია მივიღოთ (რაც მთავარია, არ ასუქებს). საკვები დანამატი კიდევ უფრო უსაფრთხო და სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. წლის განმავლობაში, გარდამავალ პერიოდებში (გაზაფხული-შემოდგომა) ჩვენი ორგანიზმი უფრო მეტს შველას და დახმარებას ითხოვს. იმუნიტეტი უფრო ქვეითდება, მგრძნობიარეები ვხდებით, ვკარგავთ საჭირო ნივთიერებებს, ეს კი აისახება კანზე, თმაზე, ფრჩხილზე. ზაფხულში თმა და კანი შრება, ფორები უფრო ფართოვდება, ამდენი სახის საცხის წამით შეიძლება კანიც გაღიზიანდეს. ამიტომ, შემოდგომაზე ორგანიზმს რესტარტი უნდა გავუკეთოთ. პერიოდულად კანს, თმას და ფრჩხილებს გაჯანსაღება ესაჭიროება. მაგალითად, დაზიანებული თმა შეიძლება მოვიჭრათ, კარგი შამპუნი ვიყიდოთ, ვიაროთ სალონებში… მაგრამ ეს ხომ მხოლოდ გარეგნული ზრუნვაა. ჩვენ გვჭირდება პროდუქტი, რომელიც შინაგანად გაგვაჯანსაღებს. „ვიადერმი“ კი გვაძლევს ამის საშუალებას. ის ორი სახითაა წარმოდგენილი – ვიადერმი კომპლიტი კანს, თმას და ფრჩხილებს აჯანსაღებს, ხოლო ვიადერმი კანის სილამაზე კი ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და კანს უფრო გლუვს და ერთგვაროვანს ხდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ იწვევს მადის გაძლიერებას, არ ასუქებს და აბსოლუტურად უსაფრთხოა. “ვიადერმში” შედის მინერალები, ვიტამინები და ყველა ის ნივთიერება (ჰიალურონი, A და E ვიტამინი), რომელიც აუცილებელია ჩვენი კანისთვის, თმისთვის და ფრჩხილისთვის.

    ზოგადად როგორ უვლი სახის კანს? რა პროცედურებს იტარებ?

    რადგან ხშირად ვაკეთებ სიუჟეტებს ესთეტიკური მედიცინის ცენტრებიდან, ყველას ჰგონია, რომ კანს განსაკუთრებულად ვუვლი. სინამდვილეში, ვცდილბ წელიწადში ერთხელ მაინც გავიკეთო ბიორევიტალიზაცია და კანი ღრმად დავიტენიანო (პლაზმოლიფტინგსაც ვიკეთებ ხოლმე). ეს პროცედურა 25 წლის ზემოთ ყველა ქალს შეუძლია გაიკეთოს, ამას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ არ ჭირდება, მაგრამ 25 წლის ზემოთ კანს უკვე უჭირს რეგენერაცია, წყლის გამოყოფა. რაც უფრო ადრე დაიწყება კანის დატენიანება, უფრო გვიან დაკარგავს ის ელასტიურობას. მაგრამ, პირადად მე ამ აკასის გოგოებს სხვა პროცედურებს არ ვურჩევდი (თუ ისეთი მიმიკური ნაოჭი არ აქვთ, რომელიც სახის გამომეტყველებაზე მოქმედებს). უნდა ვეცადოთ, რომ ნაოჭამდე არ მივიდეს საქმე, რადგანაც უკვე გაჩენილ ნაოჭს ფილერისა და ბოტოქსის გარდა ვერაფერი ამოავსებს. ახლა ზამთრისთვის უნდა მოვამზადო ჩემი კანი, ღრმად დავიტენიანებ, რა თქმა უნდა, „ვიადერმთან“ ერთად.  პლასტიკურ ჩარევას რაც შეეხება, მარტო ცხვირის წვერი მაქვს გაკეთებული (მნიშვნელოვანი ჩარევები არ მიყვარს). თუ სამომავლოდ დამჭირდება სერიოზული ჩარევა, გავიკეთებ.

    რომელი კოსმეტიკურ საშუალებებს ხმარობ? როგორია შენი დღის და ღამის რუტინა?

    ღამის რუტინას არასოდეს ვტოვებ, იმის მიუხედავდ, მაქვს თუ არა მაკიაჟი. თუ მაკიაჟი მისვია, თვალი ორმაგი მოსაშორებელი საშუალებით უნდა გავიწმინდო. ვხმარობ „ლორეალს“ და „შანელს.“ სხვათაშორის, ორივეს ერთნაირი სტრუქტურა აქვს და ორფაზიანებია. ამით მაკიაჟს თვალებსა და ტუჩებიდან ვიშორებ. სახეზე სხვა მოსაშორებელ საშუალებას ვხმარობ, შემდეგ კი სპეციალურ დასაბან გელს მოვიხმარ. ამჟმად, „ნუქსის“ დასაბანი საშუალება მაქვს. სახეს სპეციალური საპნითაც ვიბან. როდესაც ტონალური მისვია, დაბანის პროცესში ტონიკსაც ვიყენებ. ბოლოს, სუფთა კანზე შრატს და საცხს ვიყენებ. ახლა „ესტე ლაუდერის“ ღამის კრემი მაქვს და იგივე ბრენდის ღამის აღმდგენი თვალის საცხი. საერთოდ, კომბინირებული კანი მაქვს. დილით კანი თუ ცოტა ცხინიანია, ტე ზომაში დასაბან საშუალებასაც ვახმარ. შემდეგ თვალისთვის სპეციალურ გელს ვისვამ და სახისთვის დღის საცხს. როდესაც ნუტრიკოსმეტიკის კურსს ვიტარებ, “ვიადერმის” აბები ჩემი ყოველდღიური რუტინის სასიამოვნო ნაწილი ხდება (უფრო მშვიდად ვარ ხოლმე, როდესაც ვიცი, რომ ორგანიზმს საჭირო ნივთიერებებით ვამარაგებ).

    გიყვარს ყოველდღიური მაკიაჟი?

    ერადერთი, რასაც ყოველდღიურად ვხმარობ, ტუშია. ძალიან ღია წამწამები მაქვს და ამიტომ ტუშს ყოველთვის ვისვამ. სამსახურებიდან გამომდინარე, ბევრი მაკიაჟის წასმა მიწევს. ამიტომაც, ხშირად ვხმარობ ნიღბებს. წასასმელი ნიღბები მიყვარს ძალიან. ისინი არაჩვეულებრივად მოქმედებს კანზე, მაგალითად, ფრენის შემდეგ.

    რამდენად ხშირად ირუჯები და გეშინია თუ არა მზის მავნე სხივების?

    12 წლის განმავლობაში კვირაში სამი დღე, ზამთარ-ზახფულ, სოლარიუმში ვიწექი. არ ვიცი, რა გენეტიკა მაქვს ასეთი, რომ მაინც კარგ მდგომარეობაში მაქვს კანი. ამ მავე ჩვევას უკვე შევეშვი. ახლა ბევრად იშიათად ვაკითხავ სოლარიუმს. ისიც მაშინ, როდესაც გარდამავალი პერიოდია. კვირაში ერთხელ მივდივარ ხოლმე „ერგოლაინში“ და ცოტა ფერს ვამატებ. ასევე, ვახმარ სხვადასხვა საცხებს. სპეციალური, მზის შემდგომი კრემი და დასაბანი საშუალებები მაქვს. რაც შეეხება მზეს, დილის 8 საათზე რომ დავწვები გასარუჯად, საღამოს ვდგები. არც მცხელა, არც დისკომფორტს განვიცდი. ვიცი როგორ მივიღო კარგი რუჯი. ვხმარობ ყველანაირ პროცენტიან მზისგან დამცავს. 100 პროცენტიან დამცავს ვისვამ ხალებზე, სახესა და გულმკერდზე 20 პროცენტიანს ვხმარომ.  თავიც ყოველთვის შეხვეული მაქვს.

    როგორ უვლი თმას? ნიღბებს თუ იკეთებ?

    თმას წლების განმავლობაში ვიღებავდი, ახლა აღარ ვიღებავ (ჭაღარაც არ მაქვს). ვცდილობ კარგი შამპუნი ვიხმარო. ადრე ნიღბების გარეშეც ვერ წამომედგინა თმის გაჯანსაღება, მაგრამ რაც აღარ ვიღებავ, ეგეც აღარ მჭირდება. დაბანის შემდეგ ვხმარობ დამნამავ საშუალებას, რომელიც ატენიანებს თმას. ეს უფრო კარგ შედეგს მაძლევს.

    რაიმე ხრიკი თუ გაქვს, რომელიც შენი მიგნებაა?

    თვითონ ვიგონებ ხოლმე რაღაცეებს. ყველაზე მეტად მაკიაჟის გაკეთების ჩემეული ხრიკები მაქვს. მაგალითად, ჩრდილის წასმისას, ფურცელს ვიყენებ ხოლმე სისწორისთვის. ასევე, კონტურინგის ჩემეული ვერსია მაქვს.

    როგორ ფიქრობ, სილამაზე ბედნიერებაა?

    არა, როდესაც ადამიანი ბედნიერია, ლამაზიცაა. სილამაზე ავტომატურად ბენდიერებას არ ნიშნავს. ისტორიას ბევრი ლამაზი ქალი ახსოვს, რომლებიც თავს ბევდნიერად სულაც არ გრძნობდნენ (მაგალითად, ლიკა ქავჟარაძე). ბედნიერება არის სილამაზე და არა სილამაზე ბედნიერება.

    ავტორი:რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი