#1 ბრიტანული თავის მოვლის ბრენდი ELEMIS უკვე საქართველოშია!

    1990 წელს, ლონდონში დაიბადა იდეა, შექმნილიყო რაღაც ისეთი, რაც ქალებს საშუალებას მისცემდათ, საკუთარი კანის ისტორია თავად დაეწერათ. მეცნიერებმა ამ ფორმულას დაუმატეს ბრიტანელებისთვის დამახასიათებელი შტრიხები: არისტოკრატული თავდაჯერებულობა და დეტალებისადმი გაუგონარი ერთგულება. ასე დაიბადა „ელემისი“ – პრაგმატული სრულყოფილება, სადაც ყოველი წვეთი კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგზეა პასუხისმგებელი.

    ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 4 დღე იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ დაპირება რეალობად ქცეულიყო. თუმცა, არ არსებობს სასწაული ერთ პროდუქტში, სასწაული არის სწორ სისტემაში. ამიტომ, ელემისი კანის მოვლას განიხილავს როგორც ერთ მთლიან სისტემას, გრძელვადიანი შედეგებით. კანი უნდა იყოს ჯანმრთელი და არა უბრალოდ ლამაზი – სწორედ ამ სიღრმეებს სწვდება ბრენდის ფილოსოფიაც, რომელიც ყველა არსებულ პრობლემას უჯრედულ დონეზე აგვარებს. შედეგი კი ხილული, ხელშესახები და გაზომვადია. ეს სასწაულმოქმედი თავის მოვლის საშუალებები უკვე საქართველოშია და თქვენც გეძლევათ შანსი, ჰკითხოთ საკუთარ თავს – სად ვიყავი აქამდე?

    ხშირად, სილამაზეს მხოლოდ სარკეში ვეძებთ, ელემისმა კი მსოფლიო სილამაზის ინდუსტრიას დაუმტკიცა, რომ სილამაზე შეგრძნებებით იწყება.

    ბრენდმა სახელი გაითქვა, როგორც ექსკლუზიურმა სპა-მიმართულებამ. წლების განმავლობაში, ელემისი მხოლოდ პრესტიჟული სალონების, სასტუმროებისა და კრუიზების საიდუმლო იყო. თუმცა, მალევე დაიბადა კითხვა: რატომ არ შეიძლება ეს მიუწვდომელი ფუფუნება, საყოველთაო გამოცდილებად იქცეს? 

    სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა სპა-თერაპიის მთელი ფილოსოფია ერთ პატარა ბოთლში მოათავსეს და ქალებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარ აბაზანაში, პერსონალური ოაზისი მოეწყოთ. ‘’სპა-თერაპია ქილაში’’- ასე უწოდებს მსოფლიო პრესა ელემისს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ქალაქის ქაოტური რიტმიდან, რამდენიმე წუთით, სიმშვიდის განზომილებაში გადაინაცვლოთ.

    ელემისის შემქმნელებმა, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მეცნიერულ მიდგომებს ბუნების განუზომელი ძალა დაუმატეს და მიიღეს სრულყოფილი შედეგი, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ქალს აბედნიერებს. ელემისის პროდუქტები ხავერდოვანი ტექსტურებითა და უნიკალური არომატებით გამოირჩევა, რაც გამოყენებისთანავე სენსორულ სიამოვნებას გვანიჭებს. თავის მოვლის რიტუალი კი უფრო მეტად ემსგავსება ზრუნვის მანიფესტს, რომელიც ლუქს კლასის გამოცდილებად იქცევა. 

    ბრენდის მიმართ ნდობას ამყარებს ის შთამბეჭდავი აღიარებები, რომელსაც ელემისი წლებია ინარჩუნებს. ის არაერთხელ დასახელდა საუკეთესო პრემიუმ და საუკეთესო ბრიტანულ ბრენდად. თუმცა, მისი მთავარი სიამაყე, ‘’მსოფლიო საუკეთესო სპა-ბრენდის’’ ტიტულია, რომელსაც ის სტაბილურად ინარჩუნებს.

    ახლა ჯერი თქვენზეა – მიეცით საკუთარ თავს უფლება, დაიწყოთ კანის მოვლის სრულიად ახალი ისტორია, ელემისთან ერთად.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი