ელი სააბის ვაჟის სამდღიანი ქორწილი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

    ლეგენდარული დიზაინერის, ელი სააბის ვაჟმა, უმცროსმა ელი სააბმა ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული ქრისტინა მურადი გახდა. წყვილი ერთმანეთს სიძის ძმამ, სელიო სააბმა ზუსტად ერთი წლის წინ გააცნო.

    18 ივლისს წინასაქორწინო წვეულება გაიმართა, სადაც სტუმრებიც და მასპინძლებიც ტრადიციულ თემაზე შეგმნილ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილები და ტრადიციულ ცეკვებს ასრულებდნენ. საპატარძლოს, რა თქმა უნდა, მამათილის მიერ შექმნილი ულამაზესი კაბა ეცვა.

    მეორე დღეს წყვილმა ოფიციალურად იქორწინა. ქორწილი ლიბანში გაიმართა. Bkerki-ს ტაძარში რელიგიურ ცერემონიაზე 1000 სტუმარი იყო მიწვეული.

    ქორწილისთვის ელი სააბმა რძალს 2 ულამაზესი კაბა შეუკერა. პირველი კაბა დახურული იყო. კაბაც და ფატაც მთლიანად ხელით იყო მოქარგული, გამოყენებული იყო ბრჭყვიალა დეტალები და სვაროვსკის ქვები.

     

    მოგვიანებით პატარძალმა მეორე კაბა მოირგო, რომელიც შედგებოდა ულამაზესი კორსეტისგან, გრძელი შლეიფისგან და ასევე ულამაზესი ფატისგან. მეორე კაბა ნაქარგებით და ოქროსფერი დეტალებით იყო გაფორმებული. ამ კაბების შექმნაზე დაახლოებით 35-მდე ადამიანი მუშაობდა.

       

    20 ივლისს კი ფაქრაში, სააბების რეზიდენციაში The Blue Sunset Party გაიმართა. ახლადდაქორწინებულები სამოგზაუროდ ხმელთაშუა ზღვაზე, იბიცაზე, კაპრიში, ალპებზე და ბოდრუმში წავლენ.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი